"ბახმარო" ბაზარზე პოლიეთილენის (პეტის) ახალ შეფუთვაში გამოჩნდა.
"განახლებული ბოთლი სპეციალურად ზღვის სეზონისთვის. ის ბევრად უფრო მჩატე და მოსახერხებელია, რაც ევროპის ეკოლოგიურ სტანდარტებს PCO 1881 აკმაყოფილებს", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია "წყალი მარგებელმა" აღნიშნული პროექტის სრულყოფისთვის ერთი მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ძირითადი თანხა დანადგარების მოდერნიზებისთვის დაიხარჯა.
"ბახმაროს" წყლის ჩამოსხმა 2002 წლიდან კომპანია "წყალი მარგებელის" მიერ ხორციელდება, თუმცა დღემდე მინერალური წყლის ჩამოხმა მხოლოდ პოლიეთილენის (პეტის) ბოთლებში ხდებოდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9