"ისი პარის" ქსელს კიდევ ერთი ფილიალი დაემატა

"ისი პარის" ქსელს კიდევ ერთი ფილიალი დაემატა

"ისი პარის" ქსელს კიდევ ერთი ფილიალი დაემატა. მაღაზია, რომლის ფართობი 120 კვ.მ-ია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 50 ნომერში - მეტრო დელისის ტერიტორიაზე განთავსდა.

"ისი პარის" ახალ ფილიალში მსოფლიო ბრენდების სუნამოები, პარფიუმერია, დეკორატიული კოსმეტიკა და სახის, სხეულის, თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებებია წარმოდგენილი.

"მაღაზიის ადგილმდებარეობა ხალხის ნაკადის გათვალისწინებით ავირჩიეთ", - აცხახდებენ კომპანიაში.

"ისი პარი" ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პირველი ფილიალი 1995 წელს გაიხსნა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით "ისი პარის" 23 მაღაზია ფუნქციონირებს. მათგან 3 რეგიონში და 20 თბილისში მდებარეობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა