როგორი იქნება ქეთა თოფურიას საქორწინო კაბა?

როგორი იქნება ქეთა თოფურიას საქორწინო კაბა?

ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იმ დიზაინერის ვინაობაა გაამხილა, ვინც სპეციალურად მომღერლისთვის საპატარძლო კაბას შეკერავს. ქეთას ქორწილისთვის კაბას ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი დიზაინერი სტეფან როლანდი კერავს.

სტეფანის საქორწინო კაბები გამოირჩევა დახვეწილობით და ქალურობით. სტილი ხშირ შემთხვევაში, მკაცრია, კაბები კი სხეულზე მომდგარი. სტეფანის ბოლო კოლექციებში საქორწინო კაბების უმეტესობა ოქროსფერი დეტალებითაა გაფორმებული.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ცოლად ბიზნესმენ ლევ გეიხმანს მიყვება. საქორწინო ცერემონია სექტემბერში გაიმართება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: ქეთა თოფურიას საპატარძლო კაბას ფრანგი დიზაინერი უკერავს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო