"კიბოს წამალი უკვე არსებობს - ის თავად ჩვენშია"

"კიბოს წამალი უკვე არსებობს - ის თავად ჩვენშია"

ამ სიტყვის ხსენებაზეც კი ბევრ ჩვენგანს ჟრუანტელი უვლის. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ადამიანებს ყველაზე მეტად ამ სნეულების ეშინიათ. მათ აფრთხობს ტკივილი და ტანჯვა და, რაც ყველაზე მთავარია - ავადმყოფობის შეუქცევადობა, გარდაუვალი დასასრული, რასაც იგი იწვევს. "კიბო" კვლავინდებურად განაჩენივით ჟღერს, თუმცა დიდი ხანია ასე აღარ არის: ონკოლოგიურ დაავადებებს წარმატებით მკურნალობენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ საკუთარი შიშის ტყვეობაში ვიმყოფებით და ვერც ვაცნობიერებთ, რომ ამით ისევ ამ მძიმე სენს ვიზიდავთ, კიბოს წამალი კი თავად ჩვენშია...

კიბო არც ისე საშიშია...

რიგი ექიმების აზრით, კიბო განაწყენებულთა ავადმყოფობაა, თუმცა, ცხადია, ამ თვალსაზრისს ყველა როდი იზიარებს. ანდა როგორ უნდა დაეთანხმო, როდესაც იგებ, მაგალითად, ხუთი წლის გოგონას შესახებ, რომელიც ჰემობლასტოზით იტანჯება? ბავშვები ყველაზე მეტად სისხლმბადი ორგანოების კიბოთი სნეულდებიან. მაგრამ რას ნიშნავს "ყველაზე მეტად?"სტატისტიკის მიხედვით კიბოთი 450-დან ერთი ბავშვი შეიძლება დაავადდეს. შედარებისთვის: პნევმონიაზე მოდის ბავშვთა სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის 19%, ხოლო ბანალური დიარეა, რასაც ხშირად სერიოზულად არც აღვიქვამთ, პატარების 18%-ს იწირავს.

რა თქმა უნდა, კიბოთი გატანჯული ბავშვების მშობლებს ეს მონაცემები ვერ დაამშვიდებს, მაგრამ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი: იმაზე, რომ კიბო სულაც არ გახლავთ ისეთი საშინელი და იმდენად გავრცელებული დაავადება, როგორც ხშირად ჰგონიათ, რომ იგი საკმაოდ "დემონიზირებულია"და სწორედ ამიტომ არის სახიფათო. არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ უამრავი ადამიანი მხოლოდ იმის გამო არ იტარებს სამედიცინო გამოკვლევებს, რომ მას შესაძლოა კიბო აღმოაჩნდეს და ურჩევნიათ არაფერი იცოდნენ, ვიდრე "განწირულის" დაღი ატარონ.

ამასთან, მოზრდილ მოსახლეობაში სიკვდილიანობის 50-55% გულსისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის. კიბო საიქიოში სამჯერ ნაკლებს ისტუმრებს - სულ 17%-ს, მაგრამ ვის ახსოვს ეს?

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუკი, ბოლოს და ბოლოს, კიბოს წამალს გამოიგონებენ და ეს დაავადება არსებობას შეწყვეტს, კაცობრიობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება, მაგრამ თუ ზედმეტი წონის პრობლემას გადაწყვეტენ, ადამიანები მთელი ოთხი წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებენ! აქედან კი რა გამოდის? ის, რომ კიბო არც ისე საშიშია, როგორც მას ხატავენ...

სული და სხეული

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი უკვე არსებობს. უბრალოდ, ექიმები და ფარმაცევტები უმალავენ მას მოსახლეობას, რათა ზღაპრული მოგება არ მოაკლდეთ, ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობა ხომ ძალზე ძვირი ჯდება. მაგრამ საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, არავითარი შეთქმულება არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს კიბოს უნივერსალური წამალი. ეს დასახელება ხომ ავთვისებიან წარმონაქმნთა ორასზე მეტ სახესხვაობას აერთიანებს. ყოველ სიმსივნეს განსხვავებული ზრდის თავისებურებები და კლინიკური გამოვლინებები აქვს, ანუ ეს ორასზე მეტი სხვადასხვა დაავადებაა და ყველას თავისებური მკურნალობა ესაჭიროება.

გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სწორედ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება იწვევს სიმსივნურ დაავადებებს, ცხადია, საკამათოა და ოფიციალური მედიცინა მას ბოლომდე არც იზიარებს. მაგრამ საკმარისია შინაურულად დაველაპარაკოთ ამა თუ იმ ონკოლოგს, რომ კულუარულ საუბრებში იგი გულწრფელად აღიარებს: კიბო უიღბლო, სასოწარკვეთილი ადამიანების დაავადებაა, რომლებმაც დაკარგეს ცხოვრების ინტერესი და გამუდმებით სტრესს განიცდიან. ფსიქოლოგებს კი ეჭვი არ ეპარებათ - ონკოლოგია ნეგატიური ენერგიის დაგროვების შედეგია. იგი ჭამს ორგანიზმს, ადამიანის სული და სხეული ხომ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი

ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი – საბაკალავრო პროგრამა, რომელიც აბიტურიენტებში ძალიან პოპულარულია