"ო­რი ცო­ლი მყავს და ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი"

"ო­რი ცო­ლი მყავს და ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი"

სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი ქვე­ყა­ნაა და არ­სე­ბობს ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ერთ მა­მა­კაცს 2 ან 3 ცო­ლი ჰყავს. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" სო­ფელ კა­ბლ­ში მცხოვ­რებ ნოვ­რუზ ალ­მა­ზო­ვის ოჯახს ეს­ტუმ­რა. სოფ­ლის მო­ლა ოჯახ­ში ორ ცოლ­თან და მე­ა­თეკ­ლა­სელ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მი­სი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე სა­ლია ალ­მა­ზო­ვა ქუ­ჩა­ში შეგ­ვხვდა და ოჯახ­ში სწო­რედ მან მიგ­ვიყ­ვა­ნა.

- 1966 წელს გავ­ყე­ვი ცო­ლად ნოვ­რუზს, გა­რი­გე­ბით შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი. მო­ვე­წო­ნე, ჩემს მშობ­ლებ­საც მო­ე­წო­ნათ ბი­ჭი და გავ­ყე­ვი ცო­ლად. მე ვინ რას მკითხ­ავ­და? 12 წლის შემ­დეგ მო­იყ­ვა­ნა მე­ო­რე ცო­ლი, ახ­ლა ერ­თად ვცხოვ­რობთ და კარ­გად ვგრძნობთ თავს. წა­მობ­რძან­დით და თა­ვად ნა­ხავთ ამას, არ ვჩხუ­ბობთ, "ხო­ში­ა­ნად" ვუ­გებთ. ჩვენს მე­ზო­ბელ­საც ჰყავს სა­მი ცო­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვი ვერც ერ­თთან ვერ გა­ა­ჩი­ნა. ხომ არ გა­შორ­დე­ბა ამ ცო­ლებს? კი­დევ გვყავს ერ­თი ასე­თი მე­ზო­ბე­ლი, მაგ­რამ ის არ ამ­ბობს, რამ­დე­ნი­მე ცო­ლი რომ ჰყავს.

ალ­მა­ზო­ვე­ბის ეზო­ში ნოვ­რუ­ზის მე­ო­რე ცო­ლი - ფა­ტი­მა შეგ­ვე­გე­ბა. რო­ცა გა­ი­გო, რომ მათ ოჯახ­ზე ვა­პი­რებ­დით სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბას, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. თავ­სა­ფა­რი გა­ის­წო­რა და სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად მო­ემ­ზა­და:

- გა­რი­გე­ბით გავ­ხდი ნოვ­რუ­ზის ცო­ლი. მო­ვე­წო­ნეთ ერ­თმა­ნე­თის მშობ­ლებს და მათ დაგ­ვა­ქორ­წი­ნეს. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, არც უკითხ­ავთ ჩემ­თვის არა­ფე­რი. მო­ვიდ­ნენ, წა­მიყ­ვა­ნეს და გა­და­ვი­ხა­დეთ ქორ­წი­ლი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი გვქონ­და, სა­ლი­აც იყო ქორ­წილ­ში. 75 წლის ვარ უკ­ვე და სა­მი­ვე ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობთ ამ სახ­ლში. სა­ლია არის სა­გა­რეო საქ­მე­ე­ბის მომ­გვა­რე­ბე­ლი, ის მი­დის ბა­ზარ­ში, მე სულ სახ­ლში ვარ და ოჯახს ვუვ­ლი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რაც სა­ჭი­რო­ა. ჩვე­ნი ქმა­რი რო­გორც იტყ­ვის, ისე ვიქ­ცე­ვით, ქა­ლი კაცს უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლოს.

ცო­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ეზო­ში თა­ვად ნოვ­რუზ ალ­მა­ზო­ვი გა­მო­ვი­და, პირ­ველ­მა ცოლ­მა, სა­ლი­ამ, გა­ხა­რე­ბულ­მა უთხ­რა, ახა­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­იც­ვი, სუ­რა­თე­ბი უნ­და გა­დაგ­ვი­ღო­ნო და სახ­ლში შე­იყ­ვა­ნა.

ნოვ­რუზ ალ­მა­ზო­ვი: კა­ბ­ალ­ში გა­ვი­ზარ­დე, ყვე­ლა ევ­რო­პა­ში მი­დის საცხ­ოვ­რებ­ლად, მე თე­ლავ­ში წა­ვე­დი, რო­ცა გა­ვი­ზარ­დე, 12 წე­ლი ვიცხ­ოვ­რე იქ. ძა­ლი­ან მომ­წონ­და თე­ლა­ვი, დე­და­ჩე­მი იყო თე­ლა­ვე­ლი. 1957 წელს ისევ ამ ფუ­ძე­ზე დავ­ბრუნ­დი კა­ბალ­ში. მე­რე ცო­ლი მო­ვიყ­ვა­ნე. ოჯა­ხე­ბი შე­თან­ხმდნენ სა­ლი­ას ოჯახ­თან, მი­ვე­დით და წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლში. სა­ლი­ას მე­რე ფა­ტი­მა მო­მე­წო­ნა, ვუთხ­ა­რი ოჯახს და ესეც მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად. კარ­გი ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ. ორი­ვე კარ­გად იქ­ცე­ვა, ორი­ვე მიყ­ვარს, ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი, დინ­ჯი ქა­ლე­ბი არი­ან, მე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან, ვინც არ და­მი­ჯე­რებს - წა­ვა ამ სახ­ლი­დან. სა­ლია უფ­რო მა­მა­ცი ქა­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი იცის, ყვე­ლას იც­ნობს. მე ვარ მა­თი უფ­რო­სი და რასაც მინ­და, იმას ვა­ვა­ლებ...

ერ­თმა­ნე­თის ჯიბ­რზე ქა­ლე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რო­ბენ და ასე ცხოვ­რობს ჩვე­ნი დი­დი ოჯა­ხი. სა­ლია და­დის ბა­ზარ­ში, მე­ზობ­ლებ­თან, პენ­სი­ის ასა­ღე­ბად. მე სოფ­ლის მო­ლა ვარ და ჩე­მი საქ­მე ლოც­ვა­ა. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ კარგ გზა­ზე დად­გო­მას.

- ბევ­რი თქვენ­ნა­ი­რი ცხოვ­რობს ამ სო­ფელ­ში?

- არა, მე ვარ და კი­დევ ერ­თი ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი­ა, სა­მი ცო­ლი ჰყავს. ქვე­ვით არის კი­დევ ახალ­გაზ­რდა კა­ცი და მა­საც რამ­დე­ნი­მე ცო­ლი ჰყავს. ად­რე უფ­რო ბევ­რი იყო ასე­თი ოჯა­ხი. მომ­წონს მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი, კა­ცის­თვის უფ­რო კარ­გი­ა. თუ ვინ­მე იჩხ­უ­ბებს და ოჯახს არევს, ის უნ­და წა­ვი­დეს სახ­ლი­დან. კა­ცი თუ ერ­თნა­ი­რი გუ­ლით უყუ­რებს ქა­ლებს, მას ჩვე­ნი რე­ლი­გი­ის მი­ხედ­ვით უფ­ლე­ბა აქვს, შვი­დი ცო­ლი მო­იყ­ვა­ნოს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)