ავტორი:

ვინ იყო "შარლატანად" შერაცხული და სიკვდილით დასჯილი ექიმი, რომელმაც უიმედო პაციენტების განსაკურნებლად უნიკალური მეთოდი გამოიგონა

ვინ იყო "შარლატანად" შერაცხული და სიკვდილით დასჯილი ექიმი, რომელმაც უიმედო პაციენტების განსაკურნებლად უნიკალური მეთოდი გამოიგონა

ამერიკელ ფსიქოლოგს, ჯეიმს როჯერსს ცნობილი "მასაჩუსეტის ექსპერიმენტის" გამო, 1965 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა ექიმმა სასჯელის აღსრულებამდე 2 დღით ადრე თავი მოიწამლა.

არც ისე დიდი ხნის წინ კი, "მასაჩუსეტის ფსიქოლოგიის და ნევროპათოლოგიის უნივერსიტეტმა" (სადაც ექიმი მუშაობდა), ოფიციალურად განაცხადა, რომ როჯერსის ექსპერიმენტი უდიდესი მნიშვნელობისაა და მისი ეფექტურობა ეჭვგარეშეა. იმის გამო, რომ თავის დროზე როჯერსი დამნაშავედ შერაცხეს, უნივერსიტეტის დოქტორმა ფილ როზენტერნმა ბოდიში მოუხადა როჯერსის ნათესავებს. საქმე ისაა, რომ ექიმმა უიმედო პაციენტების განსაკურნებლად, უნიკალური მეთოდი გამოიგონა: ის აძლიერებდა მათ პარანოიას იქამდე, სანამ არ გამოსწორდებოდა ის საწყისი, რითაც იტანჯებოდა პაციენტი. მაგალითად:

თუ პაციენტს სჯეროდა, რომ მის ირგვლივ დაცოცავდნენ ხოჭოები, ექიმი როჯერსი მას ეთანხმებოდა და ეუბნებოდა:

"შენ აბსოლუტურად მართალი ხარ - მთელი მსოფლიო დაფარულია ხოჭოებით. ზოგი, შენისთანა მგრძნობიარე ამას ხედავს, დანარჩენები კი იმდენად შეჩვეულები ვართ ამ ფაქტს, რომ უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. მთავრობამ ეს იცის, მაგრამ მალავს, რადგან პანიკა არ ატყდეს".

ამის თქმის შემდეგ, პაციენტი რწმუნდებოდა, რომ მართალი იყო და ცდილობდა თავი ხელში აეყვანა - აღარ მიექცია ხოჭოებისთვის ყურადღება. გარკვეული დროის შემდეგ კი პაციენტი უკვე აღარ საუბრობდა ხოჭოების არსებობის შესახებ.

როჯერსის სასამართლო პროცესს ესწრებოდა მისი ყოფილი პაციენტი ვინმე აარონ პლატნოვსკი, რომელიც როჯერსთან მკურნალობის დროს ირწუნებოდა, რომ იყო ჟირაფი. ვერავითარმა ლოგიკურმა არგუმენტმა, ვერც მისი და ჟირაფის ფოტოების შედარებამ ვერ გაჭრა. ის ამაში 100%-ით იყო დარწმუნებული. მან შეწყვიტა ლაპარაკი, გარდა ფოთლებისა, არაფერს ჭამდა.

პაციენტის განსაკურნებლად კი ექიმმა როჯერსმა ერთ-ერთ ბიოლოგს სთხოვა დაეწერა პატარა სტატია, სადაც მეტ-ნაკლებად მეცნიერულად იყო აღწერილი "ბოლო აღმოჩენის" შესახებ, რომ:

"ბუნებაში არსებობენ ჟირაფები, რომლებიც თითქმის არ განსხვავდებიან ადამიანებისგან. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: ოდნავ დიდი გული, ოდნავ პატარა ელენთა, მაგრამ ქცევებით და გარეგნობით და ასევე აზროვნებით თითქმის იდენტურები არიან ადამიანებისა. მეცნიერები არ ახმაურებენ ამ ინფორმაციას, რათა პანიკა აირიდონ თავიდან და ეს სტატია უნდა დაწვას ყველამ, ვინც კი წაიკითხავს მას."

აღნიშნული სტატიის წაკითხვის შემდეგ პაციენტი დამშვიდდა და დაუბრუნდა საზოგადოებრივ ცხოვრებას (სასამართლო პროცესის დროს ეს პაციენტი მუშაობდა კონტროლიორად კოლორადოს ერთ-ერთ ფირმაში.)

სასამართლომ განაჩენი გამოიტანა: ექიმი როჯერსი შარლატანად შერაცხეს, ხოლო მის ექსპერიმენტს არაადამიანური და წარუმატებელი უწოდეს. მას სიკვდილი მიუსაჯეს. ექიმმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმაზე უარი განაცხადა, მხოლოდ წერილი გადასცა მოსამართლეს და სთხოვა გამოექვეყნებინა რომელიმე გაზეთში. წერილი გამოქვეყნდა გაზეთ "The Massachusetts Daily Collegian"-ში. წერილი მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით:

"თქვენ მიჩვეული ხართ ისე აზროვნებას, რომ ყველა ადამიანი სამყაროს ერთნაირად უნდა აღიქვამდეს. ეს ასე არ არის. თუ თქვენ შეიკრიბებით და ერთმანეთს მოუყვებით თქვენთვის ყველაზე მარტივ და გასაგებ მოსაზრებებს, გაანალიზებთ, რომ ყველა თქვენგანი სხვადასხვაგვარად აღიქვამთ სამყაროს. მხოლოდ თქვენი კომფორტით განისაზღვრება თქვენი ფსიქიკის სიმშვიდე. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი რომელიც თავს ჟირაფად თვლის და ამ აზრით ცხოვრობს ისეთივე ნორმალურია, როგორც ის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ბალახი მწვანეა, ცა კი - ცისფერი. რომელიღაცა თქვენგანს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის, ვიღაცას ღმერთის... ცხოვრობდე ჰარმონიაში საკუთარ რწმენასთან - ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ აბსოლუტურად ჯანმრთელი. მაგრამ თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი რწმენის განსაზღვრა და კონტროლი: როგორც, მაგალითად, ზედმეტად რელიგიურობამ შეიძლება მიგიყვანოთ ფანატიზმამდე და გაიძულოთ მოკვლა, უცხოპლანეტელების არსებობის რწმენამ ჩამოგიყალიბოთ გატაცების შიში. ფიზიკოსები დაგიდებენ არგუმენტებს, რომ ცა ლურჯი არ არის, ბიოლოგები კი დაგიმტკიცებენ, რომ ბალახი მწვანე არ არის. ბოლოს კი თქვენ აღმოჩნდებით სრულიად მარტო, ცარიელ და სრულიად უცნობ სამყაროში.. ასე რომ არ არის მნიშვნელოვანი რამდენი მოჩვენება ცხოვრობს თქვენს სამყაროში. სანამ თქვენ მათი არსებობის გჯერათ - ისინი იარსებებენ, სანამ თქვენ არ ებრძვით მათ არსებობას - ისინი არ არიან საშიშები."