ვისთან იმყოფებოდა ნინო არაზაშვილი ფლორიდაში

ვისთან იმყოფებოდა ნინო არაზაშვილი ფლორიდაში

სიცხემ ისე შემოგვიტია, ისღა დაგვრჩენია, ვიოცნებოთ და ვიფიქროთ შვებულებასა და დასვენების იმ დღეებზე, რომლებიც წინ გველოდება. ცნობილი ადამიანები დროს არ კარგავენ და დასვენებას უკვე გეგმავენ, ზოგმა მოახერხა საზღვარგარეთ გამგზავრება და ჩამოსვლა, ახლა კი ქართულ კურორტზე ისვენებს, ზოგიც ფიქრობს, როგორ მოახერხოს, იმუშაოს და თან დაისვენოს კიდეც. ტელეწამყვანი ნინო არაზაშვილი დასვენებას აგვისტოში გეგმავს.

ნინო არაზაშვილი:

- აგვისტოში დავისვენებ, როდესაც გადაცემა გაჩერდება. ჯერ არ დამიგეგმავს დასვენება. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც სასწავლებლად გახლდით და რამდენიმე დღე ძმასთან დავისვენე. ჯერ ვერ ვფიქრობ, სად უნდა წავიდე დასასვენებლად, რადგან შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.

- რა პროგრამით იყავით?

- ამერიკის საელჩოს ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი პროდიუსერთა შორის. ვინც გავიმარჯვეთ, ორი კვირის განმავლობაში სასწავლებლად გაგვიშვეს ვაშინგტონის ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის პროგრამით. ერთი კვირა ვაშინგტონში ვიყავით, ერთი კვირა - ნიუ-იორკში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პროდიუსერთათვის ერთგვარი კვალიფიკაციის ამაღლების კურსი. ძალიან საინტერესო იყო, ბევრ ადგილას ვიყავით, სადაც ვორქშოფები გვიტარდებოდა, მათ შორის "ვაშინგტონ პოსტის", "ბლუმბერგის", "ნიუ-იორკ ტაიმსის" რედაქციებში. რაც შეეხება დასვენებას, რამდენიმე დღით ადრე გავემგზავრე და ვესტუმრე ჩემს ძმას ფლორიდაში, მისი ოჯახი იქ ცხოვრობს და ვისიამოვნე იმით, რომ მასთან ერთად გავატარე რამდენიმე დღე. ძალიან ვისიამოვნე "დისნეი ლენდით" (იღიმის).

- თქვენი ძმა დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს?

- 13 წელიწადია იქ ცხოვრობს. მას იშვიათად ვნახულობ, რადგან ძალიან შორსაა ამერიკა (იღიმის).

- დასვენებას დავუბრუნდეთ. რას ანიჭებთ პრიორიტეტს, საზღვაო თუ მთის კურორტს?

- მე ზღვაზე მოხვედრა მინდა, ბავშვები კი უკვე ისვენებენ, აუციელებელია, ჩაყლაპონ მთის ჰაერი, ამიტომაც ამჟამად იმყოფებიან ყაზბეგში, ბანაკში. ისეთი მადლობის წერილები მომწერეს, რომ მივხვდი, ძალიან მაგრად ისვენებენ. ჩემი ვაჟი უკვე იყო ზღვაზე ერთი კვირით. არჩევანი დიდია აგვისტოსთვის და რაღაცას დავგეგმავ.

- ქართული კურორტები გიყვართ?

- ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები არიან ყაზბეგში და ფეხით შემოიარეს. ისეთ ასაკში არიან, რომ მინდა, საქართველო შემოვატარო. ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ იმაზე, როგორი ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ბევრ ზრდასრულ ადამიანს ვიცნობ, რომელიც მაგალითად, სვანეთში არ არის ნამყოფი. ასე რომ, ჩემს შვილებს დიდი სიამოვნებით ვაჩვენებდი იმ კუთხეებს, რომლებიც არ უნახავთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები