LEGO-თი აწყობილი მსოფლიო ხელოვნების შედევრები

LEGO-თი აწყობილი მსოფლიო ხელოვნების შედევრები

ნიუ-იორკში, Discovery Times Square-ის გამოფენაზე, LEGO-თი აწყობილი მსოფლიო ხელოვნების შედევრები გამოფინეს. ექსპონატებს შორისაა "მონა ლიზა", "გოგონა მარგალიტის საყურით", "კლეოპატრა" და ხელოვნების სხვა ცნობილი ნიმუშები.

კოლექციას The Art of The Brick (ხელოვნება აგურებისგან) ქვია. რეპროდუქციების ავტორი ნატან სავაია. LEGO-ს სათამაშოებით აწყობილი ფიგურები ცნობილი მოქანდაკეების და მხატვრების უნიკალური ნამუშევრების თითქმის ზუსტი ასლებია.

ნატანის მიერ შექმნილ ექსპონატებს შორის უამრავი ისეთი ფიგურაა, რომლის შექმნა მხოლოდ სწორკუთხოვანი დეტალებით თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა LEGO-ს სპეციალისტმა ეს მაინც შეძლო.

მონა ლიზას "ლეგოთი" აწყობილ პორტრეტს 4573 დეტალი დასჭირდა, ხოლო ყველაზე დიდი ექსპონატი - დინოზავრის ჩონჩხი 80020 "ლეგოს" დეტალითაა აწყობილი.

ექსპოზიცია, რომელზეც LEGO-თი აწყობილი მსოფლიო ხელოვნების შედევრებია წარმოდგენილი, 14 ივლისს გაიხსნა და 2014 წლის 5 იანვრამდე გასტანს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.