ქართველი დიზაინერის მაისური რუსული შოუბიზნესის მოდური ტრენდია

ქართველი დიზაინერის მაისური რუსული შოუბიზნესის მოდური ტრენდია

რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, ბესარიონ რაზმაძის ცნობილი მაისური ქართული წარწერით "იესო", რუსული შოუბიზნესის მთავარი მოდური ტრენდია. რუსული ესტრადის მომღერლები დიზაინერის შექმნილ მაისურს ხშირად ატარებენ.

მაგალითად, რუს მომღერალ სერგეი ლაზარევს "იესოს" წარწერიანი მაისურის რამდენიმე მოდელი აქვს.

ბესარიონის ამ ცნობილი მაისურის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი კი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურიაა.

ქეთას რუსულ მედიაში ბესარიონის მუზასაც კი უწოდებენ. თოფურიას ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ სცენაზე არაერთხელ სცმია ბესარიონის დიზაინით შექმნილი სამოსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო