რა ხდება "იურმალის" კულისებში - დღე მეორე

რა ხდება "იურმალის" კულისებში - დღე მეორე

ლატვიაში მყოფ ქართველებს, რომლებიც "ახალი ტალღა 2013"-ზე სალომე ქათამაძის საგულშემატკივროდ არიან ჩასულები, ”ამბები.გე”  კვლავ შეეხმიანა და სთხოვა, მოეწოდებინათ ინფორმაცია, რა ხდება კონკურსის კულისებში.

როგორც შევიტყვეთ, ქართველების გამოსვლისას ტოტო კუტუნიოს მიერ 8 ქულით შეფასებამ დარბაზში მსხდომი რუსი მაყურებელიც კი გააღიზიანა.

იმასაც ამბობენ, ქართველების გამოსვლა, სიმღერა, ნამღერი მაგარი იყო, მაგრამ ტოტო ქართული სიმღერის ნიუანსებს ვერ ჩაწვდა, ვერ გაიგოო. გულშემატკივრები კი თავს იმით იიმედებენ, რომ მეორე ადგილზე ვართ და გადამწყვეტი დღე წინაა, რისთვისაც როგორც კონკურსანტები, ასევე თავად გულშემატკივრები ემზადებიან.

როგორც იურმალაში ქართველი კონკურსანტის საგულშემატკივროდ წასული ქართველები ამბობენ, სალომე იქ ყველას მოსწონს, მის მიმართ უდიდეს სიმპათიასა და სითბოს გამოხატავენ და აღიარებენ, რომ უძლიერესი შემსრულებელია.

ლალი ფაცია

იხილეთ ფოტოგალერეა