რის თქმას უკ­რძა­ლავს შვი­ლი გია ბუ­ღა­ძეს

რის თქმას უკ­რძა­ლავს შვი­ლი გია ბუ­ღა­ძეს

მხატ­ვა­რი გია ბუ­ღა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკითხ­ვე­ლია და ეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სთ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პრო­ფე­სი­ა­ა. იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ "მო­ი­წამ­ლა" ლი­ტე­რა­ტუ­რით, ბა­ტო­ნი გია დი­დი გა­ტა­ცე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს:

- ჩე­მი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მო­გო­ნე­ბაა "ბა­ში­-ა­ჩუ­კი", ჯერ ფილ­მი ვნა­ხე, შემ­დეგ კი მოთხ­რო­ბაც წა­ვი­კითხ­ე, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც სა­ოც­რად მო­მე­წო­ნა. ყვე­ლა­ზე და­უ­ვიწყ­ა­რი ემო­ცია კი ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას "შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბობ­მა" გა­მო­იწ­ვი­ა, ასე­თი ძლი­ე­რი გან­ცდა ჩემ­ში არც ერთ ნა­წარ­მო­ებს არ გა­უ­ჩე­ნია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.­ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ­დი ძმე­ბი გრი­მე­ბის ზღაპ­რებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­ოც­რად მავ­სებ­და. სხვა­თა შო­რის, დე­და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქა­ლი იყო და ბევრს კითხ­უ­ლობ­და, მა­მას კი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოლ­ხე­ნა და ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა კა­ციც კითხ­უ­ლობ­დეს წიგ­ნებს. 8-9 წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­ცა სე­ნაკ­ში გა­მგ­ზავ­ნეს, ბი­ძის, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის ოჯახ­ში. სწო­რედ მან შე­მაყ­ვა­რა წიგ­ნის კითხ­ვა. ბი­ძა­ჩე­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქი­რურ­გი იყო, გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს, მის კა­ბი­ნეტ­ში რომ შე­ვე­დი და ჭე­რამ­დე წიგ­ნე­ბი დამ­ხვდა, რა­მაც ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნა ნო­ქა­ლა­ქევ­ში - ამ ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლას და გზა­დაგ­ზა მიყ­ვე­ბო­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მი­ს "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნაზე". ასე "მომ­წამ­ლა" ბიძაჩემ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რით და მი­სი დღემ­დე მად­ლი­ე­რი ვარ.

- ალ­ბათ, მი­სი გავ­ლე­ნით სე­რი­ო­ზუ­ლი წიგ­ნე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დით.

- დი­ახ, ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ წა­ვი­კითხე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა". ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და რა გა­ვი­გე, ეს სულ სხვა სა­კითხ­ი­ა, თუმ­ცა ამ რო­მან­მა ჩემს აზ­როვ­ნე­ბა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. მე­რე უკ­ვე სხვა რო­მა­ნე­ბიც წა­ვი­კითხე და დღემ­დე ვა­მა­ყობ იმით, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკითხ­ვე­ლი ვარ. მარ­თა­ლი­ა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი ვარ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის მა­ინც ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პრო­ფე­სი­ა­ა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-70 ფურ­ცელს მა­ინც ვკითხ­უ­ლობ, რა თქმა უნ­და, ეს არ არის მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მი­ხა­რი­ა, რომ დღემ­დე ამ "და­ა­ვა­დე­ბით" ვარ შეპყ­რო­ბი­ლი.

- რას გვეტყ­ო­დით თქვე­ნი სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე?

- ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გო­ე­თეს "სა­უბ­რე­ბი ეკერ­მან­თან", ეს იყო ჩე­მი გზამ­კვლე­ვი გო­ე­თეს სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად. აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნო ნო­ვა­ლი­სი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ჩე­მი ყო­ველ­დღი­უ­რი მეგ­ზუ­რია ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლაც, ვა­ჟა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორც პე­ი­ზაჟ­ში - ხე­ე­ბი. რო­გორც პე­ი­ზაჟს ვერ და­ხა­ტავ ხე­ე­ბის გა­რე­შე, ასე­ვე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი ყო­ფაც ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას გა­რე­შე.

- ბა­ტო­ნო გი­ა, თქვენც ფიქ­რობთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდო­ბა წიგნს ძა­ლი­ან და­შორ­და?

- მე ლექ­ტო­რი ვარ და ყო­ველ­დღე მი­წევს ასე­უ­ლო­ბით ახ­ალგაზ­რდას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მეც ვფიქ­რობ, რომ ­კომ­პი­უ­ტერ­მა ახალ­გაზრდე­ბი ძა­ლი­ან და­ა­შო­რა წიგნს, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. შე­უძ­ლე­ბე­ლია კომ­პი­უ­ტე­რით მი­ი­ღო ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორ­საც წიგ­ნი გაძ­ლევს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით "მოვ­წამ­ლო", ვუყ­ვე­ბი ათას­გვარ ამბავს, მოს­მე­ნა უყ­ვართ, მაგ­რამ წა­კითხ­ვა - ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა, აქ­ვე მინ­და და­გამ­შვი­დოთ და გითხ­რათ, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში წა­მო­ვი­და ტალ­ღა გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი­სა. გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და მა­ღა­ლი დო­ნის ახალ­გაზ­რდა და ამა­ვე დროს გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლიც. თუ ჩემს ბავ­შვო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წრე­ბის ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა უფ­რო მე­ტი იყო, დღეს ორი უკი­დუ­რე­სო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა: გვყავს უზომოდ გო­ნი­ე­რი ბავ­შვე­ბი და ამა­ვე დროს არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც ვე­რა­ფერს გა­ა­გე­ბი­ნებ. მე ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი ახალ­გაზ­რდებს: კარ­გი წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ადა­მი­ანს ვერ მოკ­ლავ და თუ შე­მო­გაკ­ვდე­ბა, იდარ­დებ მა­ინ­ც-მეთ­ქი.

- ამ კითხ­ვას ყვე­ლა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად პა­სუ­ხობს: პრო­ზა უფ­რო ახ­ლო­ბე­ლია თქვენ­თვის, თუ პო­ე­ზი­ა?

- პრო­ზა ჩე­მი სი­ცოცხ­ლე­ა, თა­ნაც, კარ­გა ხა­ნია სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ვმუ­შა­ობ და პრო­ზას­თან უფ­რო ხში­რი შე­ხე­ბა მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­ზი­ას - ჰო­მე­რო­სის პო­ე­მე­ბი აუ­ღე­ბე­ლი სი­მაღ­ლე­ა! ჩემ­თვის არა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა ამ პო­ე­ტით აღ­ტა­ცე­ბა. ჰო­მე­რო­სის "ი­ლი­ა­და" და "ო­დი­სე­ა" ის გან­ძი­ა, რო­მე­ლიც არ მთავ­რდე­ბა და ამო­უ­წუ­რა­ვი­ა. მე ამ ქმნი­ლე­ბე­ბით ვცოცხ­ლობ და ალ­ბათ მა­თი თან­ხლე­ბით მოვ­კვდე­ბი. ამა­ვე დროს ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩრდი­ლო­უ­რი სა­გე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო დან­ტე ალი­გი­ე­რი და რუს­თა­ვე­ლი, გა­ლაკ­ტი­ო­ნი და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი - ესე­ნი ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი პო­ე­ტე­ბი არი­ან. 16-17 წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­ცა მო­დი­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბამ გა­მი­ტა­ცა, გა­ვი­გე, რომ მო­დი­ლი­ა­ნი ჯი­ბით ბოდ­ლე­რის ლექ­სებს და­ა­ტა­რებ­და, მა­შინ ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის პა­ტა­რა წიგ­ნი გა­მო­ვი­და და მეც ამ კრე­ბულს ჯი­ბით და­ვა­ტა­რებ­დი. ერ­თი სიტყ­ვით, მო­დი­ლი­ანს ვბა­ძავ­დი, თუმ­ცა რო­გორც ქარ­თველ­მა, ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ამო­ვარ­ჩი­ე.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა მოგ­წონთ გა­მორ­ჩე­უ­ლად?

- მარ­თა­ლი­ა, ის ადა­მი­ა­ნი მიკ­რძა­ლავს ამის თქმას, მაგ­რამ ჩე­მი შვი­ლის - ლა­შა ბუ­ღა­ძის წიგ­ნებს ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი და მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა. რა­ტი ამაღ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ლა­შას სა­მე­გობ­რო წრეს ეკუთ­ვნის და შვი­ლი­ვით მყავს გაზ­რდი­ლი. მომ­წონს ბა­სა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე შვი­ლი­ვით მიყ­ვარს. დი­დი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლის სა­ოც­რად თბილ, კარგ მოთხ­რო­ბებს და მინ­და, რომ მწერ­ლო­ბას და­უბ­რუნ­დეს იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მწე­რა­ლი­ა. სულ მინ­და ვუთხ­რა: ზა­ალ, შე­ეშ­ვი პო­ლი­ტი­კას და შენს საქ­მეს მი­ხე­დე-­მეთ­ქი!

- და ბო­ლოს, დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ წიგ­ნი, რომ­ლის კითხ­ვაც არა­სო­დეს მოგ­ბეზ­რდე­ბათ?

- რო­გორც გითხ­ა­რით, გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის წიგ­ნები ჩემ­თვის არის ჰო­მე­რო­სის "ი­ლი­ა­და" და "ო­დი­სე­ა". არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია დან­ტეს "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დი­ა", გო­ე­თე­სა და ნო­ვა­ლი­სის ქმნი­ლე­ბე­ბი. არა­ნაკ­ლებ ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის გერ­მა­ნე­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბაც. ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შე­მეძ­ლო გა­ნუწყ­ვეტ­ლივ მე­კითხა ჰერ­მან ჰე­სეს "თა­მა­ში ყალ­ბი მარ­გა­ლი­ტე­ბით" - ეს გე­ნი­ა­ლუ­რი რო­მა­ნი­ა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს