ქუთაისში, რძის კომბინატის ტერიტორიაზე "ამიაკმა" გაჟონა

ქუთაისში, რძის კომბინატის ტერიტორიაზე "ამიაკმა" გაჟონა

ქუთაისში დღეს, გამთენიისას, მომწამლავმა ნივთიერება "ამიაკმა" გაჟონა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკეას ქუჩის დასახლებაში მცხოვრებლებმა აცნობეს, რძის კომბინატის ტერიტორიაზე, სადაც მაცივრებია განთავსებული, აფეთქება მოხდა.

შემთხვევის შედეგად ქალაქში სპეციფიკური სუნი დადგა, რის გამოც მოსახლეობა საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა. ნიკეას დასახლებაში მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მოსახლეობას ბავშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ურჩევდნენ.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მომხდარი პანიკის საფუძველს არ იძლევა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია