მედიადღე "ჰონდასგან"

მედიადღე "ჰონდასგან"

კომპანია "ჰონდამ" მედიის წარმომადგენლებისთვის მიღება და ახალი მოდელის ავტომობილების ACCORD-ისა და CR-V-ის პრეზენტაცია გამართა. "სენა მოტორსის" "ჰონდა თბილისის" ახალ შოურუმში მედიის წარმომადგენლებს ახალი მოდელების გარდა კოქტეილები, ფურშეტი და სამახსოვრო საჩუქრები დახვდათ. მედიის წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ფოტოსესიაც გაიმართა.

სტუმრებს საშუალება მიეცათ ახალი ავტომობილების გარდა ულტრათანამედროვე ავტოსახელოსნოც დაეთვალიერებინათ.

მართვის მოწმობის მქონე ჟურანლისტებმა ახალი მოდელის ავტომობილების საჭესთან დაჯდომაც მოახერხეს და პირველმა მათ გაატარეს ახალი მანქანები "ტესტდრაივის" ფორმატში.

საზეიმო მიღებას იაპონიიდან "ჰონდა მოტორ კორპორაციის" და იაპონიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"სენა მოტორსის" დამფუძნებლის, გია ალიხანაშვილის განცხადებით, "სენა მოტორსი" 2012 წლის 19 მაისიდან ოფიციალურად წარმოადგენს საქართველოში "ჰონდა მოტორ კორპორაციას" და სრულად აკმაყოფილებს HONDA-ს 3S-ს მოთხოვნას.

კერძოდ: S1-Spectacular Show room ანუ თვალსაჩინო შოუ-რუმის უზრუნველყოფა; S2-სერვის-ტექ-მომსახურეობა და S3-Spare parts სერვის ცენტრის ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით მომარაგება.

"ახლა ჯერი "ჰონდას" მეორე ეტაპის მოთხოვნათა, ანუ 3 J-ს (Joy) დაკმაყოფილებაზეა. "ჰონდამ" სამი სიამოვნება უნდა განიცადოს მომხმარებელთან ურთიერთობისას: იმით, რომ ყიდულობთ, იმით, რომ ყიდის და იმით, რომ ეს პროცესი შემოქმედებითი ნიშნით გამოირჩევა", - აცხადებენ "ჰონდას" წარმომადგენლები.

"ჰონდას" მარკის კიდევ ერთი ახალი მოდელის პრეზენტაცია თბილისში სულ მალე, ოქტომბერში გაიმართება.

შპს "ჰონდა მოტორ კორპორაცია" იაპონიაში 1948 წელს დაარსდა. მისი ძირითადი პროდუქტი ავტომობილები და მოტოციკლეტებია. 2001 წელს ის რიგით მეორე ავტომწარმოებელი გახდა იაპონიაში, 2011 წელს კი, გაყიდვებით მსოფლიო ხუთეულშია ავტომწარმოებელთა შორის.

"ჰონდა" იყო პირველი ავტო მწარმოებელი, რომელმაც 1986 წელს პრემიუმ კლასის ავტობრენდი acura შექმნა. მანვე შექმნა რევოლუციური ვიტეკ ტექნოლოგიის ძრავა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალი თაობის ტურბო-ძრავას გამოუშვებს, რომელსაც "მაკლარენი" ფორმულა 1-ში" გამოიყენებს.

"ჰონდამ" პირველმა დაამონტაჟა ავტომობილებში ეკონომიური წვის რეჟიმის ღილაკი.

"ჰონდა" ასევე აწარმოებს საზღვაო ინვენტარს, საზღვაო ტრანსპორტს, გენერატორებს და ბიზნეს კლასის მცირე თვითმფრინავებს. 1986 წლიდან "ჰონდა" ხელოვნური ინტელექტის რობოტებსაც აწარმოებს, მისი პირველი ASIMO რობოტი 2000 წლიდან არსებობს.

2013 წელს 65 წელი შესრულდა, რაც "Honda" წარმატებულად მუშაობს მსოფლიო ბაზარზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი