თბილისში "ბეკოს" ახალი მაღაზია გაიხსნა. ობიექტი წერეთლის გამზირზე №130-ში განთავსდა. ახალი შოურუმის გახსნასთან დაკავშირებით ორი დღის განმავლობაში 26 და 27 ივლისს ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. ფასდაკლება მხოლოდ წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში იმოქმედებს.
მაღაზიის გახსნის ცერემონიალს თბილისის მერი - გიგი უგულავა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულყოფილი ელჩი ლევენთ მურათ ბურჰანი დაესწრო.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9