კომპანია "ბილაინი" მომხმარებლებს ახალ ტარიფს სთავაზობს

კომპანია "ბილაინი" მომხმარებლებს ახალ ტარიფს სთავაზობს

კომპანია "ბილაინი" მომხმარებლებს ახალ ტარიფს სთავაზობს. ამიერიდან ნებისმიერი აბონენტი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში როუმინგში ჩართულ ტელეფონზე შემომავალი ზარის მეორე წუთიდან მეცხრე წუთამდე 0-თეთრიანი ტარიფით სარგებლობას შეძლებს. სერვისის გააქტიურების საფასური 3 ლარია, ხოლო სერვისის მოქმედების ვადა - 14 დღე.

აღნიშნული მომსახურების აქტივიზაციისთვის აბონენტმა უნდა აკრიფოს *110*225#.

"მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა "ბილაინის" აბონენტებს განსაკუთრებული კომფორტი შევუქმნათ, როგორც ტურისტული, ასე საქმიანი მოგზაურობისას. "ბილაინი" გლობალური მძლავრი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 18 ქვეყანაში უწევს მომსახურებას 340 მილიონზე მეტ აბონენტს. "ბილაინის" ბრენდის მასშტაბურობამ საშუალება მოგვცა ჩვენი აბონენტებისთვის საუკეთესო პირობები შეგვეთავზებინა", - განაცხადა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეონა ბაღდავაძემ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა