"ლიბერთი ბანკმა" კიდევ ერთი ერგინული ფილიალი გახსნა. დედოფლისწყაროში, ალაზნის ქუჩაზე N1-ში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
ფილიალში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა და კომუნალური გადასახადების დაფარვა.
2012-2013 წლებში "ლიბერთი ბანკმა" მთელი საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ახალი ფილიალი და სერვის-ცენტრი გახსნა და მათი მოდერნიზება განახორციელა.
"ლიბერთი ბანკი" საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 60 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.
"ლიბერთი ბანკის" საბაზრო წილი 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით, 7,7%-ს შეადგენს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9