26 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომპანია "მაგთისა" და საკაბელო ოპერატორებს შორის დავა კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ დასრულდა. კომისიამ დაადგინა, რომ კომპანია "მაგთის" საჩივარი "სილქნეტთან" მიმართებაში უსაფუძვლოა, რადგან "სილქნეტი"საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს. კომპანია "სილქნეტი" ყოველთვის აფიქსირებდა, რომ მომსახურებას საკუთარ აბონენტებს ლეგალურად, კანონის სრული დაცვით თავაზობს, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოტანილი გადაწყვეტილებით დაადასტურა.
კომპანია "სილქნეტი" მადლობას უხდის ერთგულ აბონენტებს დავის მიმდინარეობის პერიოდში, სოციალურ ქსელში ღიად დაფიქსირებული მხარდაჭერისთვის და მათ ბევრ ინოვაციურ სერვისს ჰპირდება. "სილქნეტი" თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და კონტენტის ლეგალიზაციაზე ორიენტირებული კომპანიაა და ურჩევს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე სხვა კომპანიებს, მეტი ძალისხმევა მოახმარონ საკუთარი ტექნოლოგიებისა და სერვისის განვითარებას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად.
R