"გალფის" სერვის-ცენტრი თელავში 1 აგვისტოს ამოქმედდება

"გალფის" სერვის-ცენტრი თელავში 1 აგვისტოს ამოქმედდება

"გალფის" სერვის-ცენტრი თელავში 1 აგვისტოს ამოქმედდება. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ეს კახეთში პირველი სერვის-ცენტრი იქნება, სადაც "გალფის" კორპორატიული გაყიდვების გუნდი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საწვავის შეძენის როგორც სატალონე, ასევე საბარათე მომსახურებას შესთავაზებს.

"ამჟამად კომპანია 3000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება. კორპორატიული კლიენტების უმრავლესობა საწვავის შესყიდვას Gulf Card-ის მეშვეობით ახორციელებს, ეს კი მათ საწვავის ხარჯვის დეტალური კონტროლის შესაძლებლობას აძლევთ", - განმარტავენ კომპანიაში.

"გალფის" ახალი სერვის-ცენტრი თელავში, "ელიტ ელექტრონიქსში", აღმაშენებლისა და ალაზნის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. კომპანიას ასევე გააჩნია სერვის-ცენტრები თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

საქართველოს მასშტაბით "გალფი" უკვე 11 სერვის-ცენტრითაა წარმოდგენილი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა