ვარკეთილში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე "ისი პარის" ახალი ფილიალი გაიხსნა.
"ისი პარი" პირველი კომპანიაა, რომელმაც დედაქალაქის ამ ნაწილში პარფიუმერული მაღაზია გახსნა, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ მომხმარებლის მაღალი აქტივობა იქნება", - აცხადებენ კომპანიაში.
ახალ ფილიალში მსოფლიო ბრენდების სუნამოები, პარფიუმერია, დეკორატიული კოსმეტიკა და სახის, სხეულის, თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებებია წარმოდგენილი.
"ისი პარი" ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პირველი ფილიალი ამავე წელს გაიხსნა.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით "ისი პარის" 23 მაღაზია მოქმედებს. მათგან 3 რეგიონში და 20 თბილისში მდებარეობს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9