ვისთან ერთად აპირებს დასასვენებლად გაპარვას ანი გიუნტერი

ვისთან ერთად აპირებს დასასვენებლად გაპარვას ანი გიუნტერი

"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ანი გიუნტერი ძალიან ხიფათიანი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ცდილობს იფრთხილოს, თავსატეხი მაინც არ ელევა. ცხენიდან მისი გადმოვარდნა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, ცოტა ხნის წინ კოჭში ისე მოირტყა ჩემოდანი, ფეხის თაბაშირში ჩასმა დასჭირდა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თავგადასავლებისა, რაც ანის გადახდენია. თავს, ჩვენი რესპონდენტი მსგავს ამბებზე ვრცლად ინტერვიუში გვიამბობს და თან საზაფხულო გეგმებსაც გაგვიმხელს.

- ველოდები ივლისის ბოლოს, რომ გავშალო ფრთები და წავიდე დასასვენებლად. აუცილებლად მინდა ჩემს ქმართან ერთად საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრება. ვისვენებ იქ, სადაც შედარებით ნაკლებ ნაცნობ სახეებს ვხედავ და სადაც შედარებით განსხვავებული სიტუაციაა, მომწონს ის ადგილები, რომლებიც ძილის იმიტაციას მიქმნის, რადგან მონატრებული ვარ ძილს. მინდა, ცოტა ხანს ბავშვების გარეშე დავისვენო, რადგან მერე ერთი თვე მათთან ერთად მომიწევს ყოფნა, ეს კი დასვენება არ არის. ისე, ამ ბოლო დროს მზეს ვეღარ ვიტან, მზეზე ყოველი გასვლა თავის ტკივილით მთავრდება... ახლა ველოდები ანალიზის პასუხს, რომელიც დაადგენს, რამდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე მზის სხივები. უკვე ეჭვი მეპარება იმაში, კიდევ შევძლებ თუ არა სანაპიროზე დაწოლას და გარუჯვას, რადგან ამჟამად მანქანშიც კი უკანა სავარძელზე, შუა ადგილას ვჯდები, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მომხვდეს მზე.

არადა, ზღვაზე დასვენება ძალიან მიყვარს, ადრე შემეძლო, საათობით ვწოლილიყავი პლაჟზე. რაც უფრო დი­დხანს ვიყავი მზეზე, მისგან უფრო მეტ ძალასა და ენერგიას ვიღებდი, ახლა კი მოღრუბლულ ამინდში მომიწევს გარუჯვა. არადა, ადრე პლაჟზე საათობით ვიწექი, დამცავი კრემი სხეულის ყველა ნაწილისთვის ყოველთვის თან მქონდა, ჯერ ძლიერის წასმას ვიწყებდი, შემდეგ ვასუსტებდი და ნელ-ნელა ვირუჯებოდი. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი კუს ტბაზე ვიყავით, მახსოვს, გადამიგდო დამცავი კრემი, ეს არ გჭირდებაო და ის იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა კანი დამეწვა და გამიჩნდა ხალები, არადა დაბადებიდან მხოლოდ ერთი ხალი მქონდა ფეხის თითზე, ეს იყო ნიშანი, რომლითაც დაკარგვის შემთხვევაში ჩემი პოვნა შესაძლებელი იქნებოდა (იცინის).

- ალბათ ბავშვობაში გქონდათ ამოჩემებული ადგილი, სადაც დასასვენებლად ხშირად დადიოდით...

- კი, ასეთი იყო სიონი, სადაც პირველად ორი თვის ჩამიყვანეს და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ, 2008 წელს, ომის პერიოდშიც კი იქ ვიყავით, არ გვქონდა შუქი და პირობები, მაგრამ სიონს არ ვუღალატეთ. ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ამ ადგილს, რადგან მართლაც კარგი შერწყმაა მთის ჰაერისა და იმ წყალსაცავის, რომელიც იქ მდებარეობს. ადამიანს საშუალება გეძლევა, დაისვენო სიგრილეში, მთის ჰაერზე და იმავდროულად გაგრილდე. შარშან საღამოს რვა საათზე მიმყავდა ბავშვები წყალსაცავში საცურაოდ, ყველას გიჟი ვეგონე, რადგან ამ დროს წყალი საკმაოდ ცივია, ტემპერატურა გავზომე და 21 გრადუსი იყო, სამაგიეროდ, გაკაჟდნენ.

- გამოდის, რომ ბავშვებს ცივ წყალში აცურავებდი...

- კი, მე ისედაც საკმაოდ გრილ წყალში ვაბანავებ ბავშვებს, მაქსიმუმი 28 გრადუსია. მე ცხელი შხაპი კი მიყვარს, მაგრამ არ მინდა, ჩემი შვილები მცივანები იყვნენ და ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ ჯანსაღად აღზრდას, რასაც მიაჩვევ, იმას მიეჩვევიან, მაგრამ ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ და არც ვაკეთებ, თავად ბავშვები მაძლევენ ამის საშუალებას. ბავშვს ის არ უნდა გაუკეთო, რაც არ სიამოვნებს, ჩემი შვილებისთვის გრილ წყალში ბანაობა ცხოვრების სტილია და არა გაკაჟების ხერხი.

- ანი, რამდენადაც ვიცი, ხიფათიანი ხარ, პირდაპირ ეთერში ერთხელ ცხენიდანაც კი გადმოვარდი...

- კიდევ ბევრი რამ გადამხდენია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ისედაც. ერთხელ იოგას ცენტრიდან მქონდა ჩართვა, არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ თვალი დავიწვი, თუმცა ჩართვასა და ჩართვას შორის მოვასწარი საავადმყოფოში მისვლა და გამორეცხვა, ამის შემდეგ ახლო კადრით აღარ ვუჩვენებივარ, თორემ თვალი საკმაოდ დაზიანებული მქონდა. ხიფათიანი კი ვარ, მაგრამ არ შეიძლება, არ ვთქვათ, რომ ყველაფერთან ერთად, ფრთხილიც გახლავართ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები