"ნატახტარის" ლიმონათი ბაზარზე ახალი თუნუქის შეფუთვით გამოჩნდა

"ნატახტარის" ლიმონათი ბაზარზე ახალი თუნუქის შეფუთვით გამოჩნდა

”ნატახტარის" ლიმონათი ბაზარზე ახალი თუნუქის შეფუთვით გამოჩნდა.

როგორც კომპანიაში განმარტეს, "ნატახტარის" ლიმონათის მოყვარულებს უკვე შეუძლიათ ლიმონათი 0,33-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვით მსხლის გარდა, საფერავისა და ტარხუნის არომატითაც შეიძინონ.

პროდუქტის გასაყიდი ფასი 50 თეთრია.

კომპანიაში ამობენ, რომ ახალი შეფუთვის გამოშვება აღნიშნულ არომატებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, ამიტომაც მათი ჩამოსხმა 0,33 ლიტრის თუნუქის შეფუთვაში გადაწყდა, რადგან შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელია.

"ასეთი სახით შეფუთვა ხელს შეუწყობს, როგორც ლიმონათის მოხმარების ადგილების ზრდას, ასევე საექსპორტო ქვეყნებში პოზიციების გამყარებას", - აცხადებენ მენეჯმენტში.

ამჟამად კომპანია მომხმარებელს 10 სახეობის ლიმონათს სთავაზობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა