"თიბისი ბანკისა" და "გუდვილის" ერთობლივი აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში, ის ვინც "გუდვილის" ქსელში სასურველი პროდუქტის შეძენისას "თიბისი ბანკის" ნებისმიერ პლასტიკურ ბარათს გამოიყენებს, საჩუქრად გაორმაგებულ Smart-ის ქულებს მიიღებს. აღნიშნული აქცია 1-ელი აგვისტოდან 30 სექტემბრამდე გასტანს.
თუმცა "თიბისი ბანკი" და "გუდვილი" საკუთარ მომხმარებლებს 2, 3 და 4 აგვისტოს დამატებით აქციასაც სთავაზობს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი საჩუქრად კინოთეატრის ბილეთებს მიიღებს.
კინოთეატრის ბილეთების აქცია ვრცელდება "გუდვილის" შემდეგ მაღაზიებში: 2 აგვისტოს - პ. ქავთარაძის ქუჩა 1;
3 აგვისტოს - ი. ჭავჭავაძის გამზირი N32;
4 აგვისტოს - ფარნავაზ მეფის ქუჩა N1.
აქციის ფარგლებში ის, ვინც 50 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტს შეიძენს, კინოთეატრ "რუსთაველის" 2 ბილეთი გადაეცემა. ხოლო ის, ვინც 150 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტს შეიძენს, მას საქართველოში ყველაზე კომფორტული კინოდარბაზის - TBCinema-ს 2 ბილეთი გადაეცემა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9