ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა

ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა. როგორც ცნობილი იყო, ჟურნალისტი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს ამზადებდა, რომელიც სექტემბრიდან "პირველი არხის" ეთერში უნდა გასულიყო. ინგა გრიგოლიას არხიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ტელეარხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაადასტურეს. მათი თქმით, თოქ-შოუ, რომელსაც ინგა გრიგოლია ამზადებდა, ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალ წამყვანთან ერთად მაინც გავა. გადაცემაზე ახალი შემოქმედებითი ჯგუფი იმუშავებს.

როგორც ამბობენ, ინგა გრიგოლიამ არხიდან წასვლასთან დაკავშირებით 1 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას განცხადება დაუწერა, თუმცა მასში მიზეზი, არ მიუთითებია.

გრიგოლიასთან დაკავშირება "ამბები.გე"-მ ვერ მოახერხა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები