რუსული ტელეკომპანიის ეთერში შეცდომით "ანტიპუტინური" ფილმი გავიდა

 რუსული ტელეკომპანიის ეთერში შეცდომით "ანტიპუტინური" ფილმი გავიდა

31 ივლისს, რუსულ ტელეკომპანია "Восточный экспресс"-ში, რომელიც ჩელიაბინსკის ოლქში მაუწყებლობს, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. საღამოს საინფორმაციო გამოშვება მოულოდნელად გაწყდა და ეთერში "ანტიპუტინური" დოკუმენტური ფილმი "რუსეთი: პუტინის ეპოქა" გავიდა, რომელიც ტელეკომპანია "პიკის" მიერ 2010 წელს იყო მომზადებული. კორუფცია, ნორდ-ოსტი, ბესლანის ტრაგედია, აფეთქებები მეტროპოლიტენებში, "კურსკის" ტრაგედია, შეკვეთილი მკვლელობები - ეს ის თემებია, რომელზეც ფილმში იყო საუბარი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საღამოს გამოშვების რეჟისორმა, რომელსაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა, მათ სამაგიერო ამ ფორმით გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო: რუსული ტელეკომპანიის ეთერში შეცდომით "ანტიპუტინური" ფილმი გაუშვეს

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები