თბილისში მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი ამოქმედდება

თბილისში მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი ამოქმედდება

თბილისში მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი ამოქმედდება. პროექტს საინვესტიციო კომპანია Cube Capital-ის პარტნიორი BD Development ახორციელებს, რომელსაც 1,3 მილიარდი დოლარის აქტივები გააჩნია. CBD Development საწყის ეტაპზე 60 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე 1500 ხის დარგვაც იგეგმება.

ახალი სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოებზე ამჟამად 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

სავაჭრო და გასართობი ცენტრი 18 ჰა მიწის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. შენობის საერთო ფართობი 65 000 კვადრატული მეტრი იქნება. პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შენდება და არქიტექტურული კონცეფციის თვალსაზრისით უნიკალურია. სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საძირკვლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. კომპანიის გათვლებით, ახალი სავაჭრო და გასართობი ცენტრის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და მასში 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ცენტრში ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების 200-მდე სხვადასხვა მაღაზია განთავსდება. ასევე იგეგმება სამი ჰიპერმარკეტის, ელექტროტექნიკის ცენტრის, ავეჯის, სწრაფი კვების ობიექტების, ბავშვთა გასართობი ცენტრის, ბოულინგის, საბილიარდოსა და IMAX-ის ტექნოლოგიით აღჭურვილი რამდენიმე კინოდარბაზის მშენებლობა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა