ვინ და რატომ ბლოკავს ინგა გრიგოლიას?

ვინ და რატომ ბლოკავს ინგა გრიგოლიას?

რატომ დაიბლოკა ინგა გრიგოლიას პოლიტიკური გადაცემა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მაშინ, როცა ყველაფერი მზად იყო? ვის აწყობს მისი დაბლოკვა საპრეზიდენტო არჩევნებამდე? ამის შესახებ დღეს სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, მაგრამ ამჯერად "ალიას" თავად ინგა გრიგოლია ესაუბრება.

- ინგა, ძალიან ბევრი ჭორი დადის იმის თაობაზე, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ისე წამოხვედი, ერთი გადაცემაც კი არ გასულა ეთერში.

- მე ხელშეკრულება მქონდა გაფორმებული უკვე აპრილიდან და ამ დროისთვის უნდა გავსულიყავი ეთერში. მერე გაიწელა, ჯერ მაისში გადაიწია, მერე ივნისში და ახლა კიდევ გავარკვიე, რომ ეთერში ვერ გავიდოდი სადღაც ოქტომბრის ბოლომდე. არ მინდა ასე. ჯერ ერთი, უკვე ერთი წელია, "დაპაუზებული" მაქვს, ახლა მზად ვიყავი, მომზადებული მქონდა ყველაფერი და მაინც ჩაიშალა. მაქვს სხვა წინადადებები, უახლოეს ხანში ჩამოვყალიბდები.

- ვერსია მაინც გექნება, რატომ მოხდა ასე? იციან, რომ შენ ხმაურიანი გადაცემა გექნება და არჩევნებამდე არ აწყობთ?

- არ ვიცი... მე თავის დროზე გიორგი ბარათაშვილმა მიმიწვია და ვერ ვიტყვი, რომ მას არ აწყობდა. ნამდვილად არ ვიცი, რატომ გაიწელა. აი, ხვალაც რომ მითხრან, ეთერში გადიო, გავალ, მაგრამ ოქტომბრის ბოლომდე არ უნდათ. ეს აქტიური პერიოდი რატომ უნა გამოვტოვო? თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ გაუშვეს გადაცემა, მერე რაღა აზრი აქვს? მოკლედ, წამოვედი, გიორგის ვუთხარი, თუ ოქტომბრის ბოლომდე არ ხერხდება, მშვიდად დავიშალოთ-მეთქი. მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, მე სრულიად გამიზნულად შავარჩიე "საზოგადოებრივი მაუწყებელი", მაგრამ ფაქტია, არ გამომივიდა. მართალია ძალიან კარგი პროექტი მქონდა, მართლა ძალიან კარგი სტუდია გაკეთდა, მაგრამ ყოველთვე ლოდინი მოსაბეზრებელია. მე არ მინდოდა, ისე ვმჯდარიყავი.

- ხელფასებს ჩვეულებრივად გიხდიდნენ, ხომ?

- კი, ჩვეულებრივად, კონტრაქტები გაგვიფორმეს და ვმუშაობდით. მე შეკითხვებიც აღარ მაქვს, ფაქტია, რომ ეთერში არ გვიშვებენ, რა ხდება, ვერაფერი გავიგე.

- ლაპარაკობენ, რომ თითქოს "მე-3 არხზე" მიდიხარ.

- არაფერი არ მაქვს მათთან გადაწყვეტილი, ამას ნამდვილად არ დაგიმალავდი. არის წინადადებები, რომელიმეზე ჩამოვყალიბდები. მე მაინტერესებს პოლიტიკური გადაცემა საპრეზიდენტო არჩევნებამდე. კარგი გადაცემის გაკეთება ყველა არხზე შეიძლება.

- არხის ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- მოდი, ამაზეც შევთანხმდეთ, რომ ჩემთვის თავისუფლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ჩემგან არასწორი იქნება, რომ ის არხები დავასახელო, საიდანაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს. მალე გადავწყვეტ და ამასაც გეტყვი.

"ალია" კომენტარისთვის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელს, გიორგი ბარათაშვილსაც დაუკავშირდა:

- ბატონო გიორგი, ინგა ამბობს, რომ ეთერში გასვლა შესთავაზეთ ოქტომბრის შემდეგ, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე. არადა მაის-ივნისში უნდა გასულიყო...

- ჩვენ შევთავაზეთ ოქტომბრიდან... მან თქვა, სხვები სექტემბრიდან მთავაზობენო, დაწერა განცხადება და წავიდა. ინგა ჩემი მეგობარია, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასე მოხდა.

- კი, მაგრამ რა უშლიდა ხელს, რომ ახლავე გასულიყო ეთერში?

- ჩვენ ახალ სეზონს ვიწყებთ ოქტომბრიდან და ამ გადაცემასაც მაშინ ჩავსვამდით. მანამდე უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი სამუშაოები.

ამ კომენტარის შემდეგ "ალია" კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ინგა გრიგოლიას, რომელმაც დაადასტურა, რომ მას შესთავაზეს ეთერში გასვლა არა ოქტომბრის დასაწყისში, არამედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. როგორც ხედავთ, ინგა გრიგოლიას ხმაურიანი გადაცემა ვიღაცას არ აწყობს სამთავრობო კულისებში და შედეგსაც მიაღწია, ის დღეს დაბლოკილია.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები