"ლიბერთი ბანკი" ფილიალებისა და სერვის-ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს

"ლიბერთი ბანკი" ფილიალებისა და სერვის-ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს

"ლიბერთი ბანკი" ფილიალებისა და სერვის-ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. 6 აგვისტოს ბანკის აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ხოროშვილმა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე N23-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის-ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის-ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.

2012-2013 წლებში "ლიბერთი ბანკმა" მთელი საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ახალი ფილიალისა და სერვის-ცენტრის გახსნა და მოდერნიზება შეძლო. "ლიბერთი ბანკი" საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 60 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

"ლიბერთი ბანკის" საბაზრო წილი 2013 წლის ივლისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 7.7%-ს შეადგენს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა