პენტაგონის სამხედრო ბაზაზე ეროტიკულ ჟურნალებზე მოთხოვნა დაეცა

პენტაგონის სამხედრო ბაზაზე ეროტიკულ ჟურნალებზე მოთხოვნა დაეცა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის სამხედრო ბაზების სავაჭრო წერტილებში ეროტიკული ჟურნალების გაყიდვა შეწყვიტა. მიზეზი მათზე მოთხოვნის შემცირებაა.

პენტაგონის სააგენტო Exchange Service-ის წარმომადგენლის ჯად ენსტის თქმით, 1-ელი აგვისტოდან 891 სხვადასხვა სახეობის ჟურნალის გაყიდვა შეწყდა, რომელთაგან 48 ეროტიკული შინაარსისაა. ამასთან, მაღაზიების თაროებიდან გაქრა ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიც Playboy და Penthouse-ია.

"ზოგადად აშშ-ში პერიოდული გამოცემების გაყიდვების ვარდნა ფიქსირდება. 2012 წელს 2011-თან შედარებით გაყიდვები ჩვენთან 18,9%-ით დაეცა",- ყვება ენსტი.

იგი დასძენს, რომ პენტაგონის ამ გადაწყვეტილებით საეჭვოა სამხედრო მოსამსახურეები განაწყენდნენ, რადგან "ისინი სასურველ ინფორმაციას ინტერნეტით იღებენ".

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.