ვინ უად­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ას

ვინ უად­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ას

ქარ­წა­ღე­ბულ­ნი - ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი­ა, ხო­ლო მი­სი მთა­ვა­რი გმი­რი სკარ­ლეტ ო,ჰა­რა ჩემ­თვის ქა­ლის იდე­ა­ლი­ა. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს მი­სი ცნო­ბი­ლი ფრა­ზა - "ა­მა­ზე ხვალ ვი­ფიქ­რებ". რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს, ან ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია მექ­მნე­ბა, ამ სიტყ­ვებს ვუ­ჯე­რებ ხოლ­მე. ეს ხერ­ხი მარ­თლაც ამარ­თლებს და თქვენც გირ­ჩევთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ - გვითხ­რა "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ამ, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ წიგ­ნი მი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­ა:

- რას კითხ­უ­ლობ­დით ბავ­შვო­ბა­ში და რო­გორ და­უ­მე­გობ­რდით წიგ­ნებს?

- მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ხში­რად მი­კითხ­ავ­დნენ ზღაპ­რებს, ლექ­სებს და მე თით­ქმის ზე­პი­რად ვი­ცო­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი. წიგნს თითს გა­ვა­ყო­ლებ­დი, ვყვე­ბო­დი და ყვე­ლას ეგო­ნა, რომ 3 წლის ბავ­შვმა უკ­ვე კითხ­ვა ვი­ცო­დი. რო­ცა წა­მო­ვი­ზარ­დე, რო­გორც ყვე­ლა ბავშვს, მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჟი­ულ ვერ­ნის რო­მა­ნე­ბი. ვკითხ­უ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩე­მი ტო­ლე­ბი კითხ­უ­ლობ­დნენ და სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ვუ­მე­გობ­რდი წიგ­ნებს.

- ქა­ლის იდე­ა­ლი უკ­ვე დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ, მა­მა­კა­ცის იდე­ა­ლი თუ გყო­ლი­ათ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის?

- ძა­ლი­ან ხში­რად, რო­მელ წიგ­ნსაც ვკითხ­უ­ლობ­დი, მის გმირს ვა­ი­დე­ა­ლებ­დი. მახ­სოვს, რო­გო­რი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნით" და გი­ორ­გი პირ­ვე­ლით, ან რო­გორ ვე­ლო­დე­ბო­დი ფილმს, თუ ვინ გა­ნა­სა­ხიე­რებ­და მის როლს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და წიგ­ნი­დან წიგ­ნამ­დე, გმი­რი­დან გმი­რამ­დე და ჩემს ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან ალა­მა­ზებ­და. სა­ოც­რად მიყ­ვარ­და ჰე­მინ­გუ­ე­ი, გი დე მო­პა­სა­ნი, თო­მას მა­ნი და მათ მი­ერ შექ­მნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი. რო­დე­საც ასაკ­ში შე­ვე­დი, წა­ვი­კითხე თო­მას მა­ნის "სიკ­ვდი­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში" და ამ რო­მან­მა ჩემ­ზე გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ის დღემ­დე ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი­ა. თო­მას მა­ნი ბო­ლო წლებ­ში სხვა­ნა­ი­რად გა­და­ვა­ფა­სე და სულ სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე იმას, რა­საც ეს ადა­მი­ა­ნი წერ­და და გა­ნიც­დი­და.

- პო­ე­ზი­ას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, თუ პრო­ზას?

- ვერ გეტყ­ვით, იმი­ტომ, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ლექ­სე­ბი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი იყო. არა­სო­დეს მიც­დია ლექ­სე­ბი ზე­პი­რად მეს­წავ­ლა, უბ­რა­ლოდ, იმ­დენ­ჯერ ვკითხ­უ­ლობ­დი, რომ უეც­რად "შე­მო­მეს­წავ­ლე­ბო­და" ხოლ­მე. მახ­სოვს, ერ­თხელ სტუ­დენ­ტო­ბის მე­გობ­რე­ბი ფშა­ვი­დან მოვ­დი­ო­დით, მთე­ლი გზა ლექ­სებს ვკითხ­უ­ლობ­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ნაც­ვლე­ბო­დით და ისე ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში, რომ ვერც გა­ვი­გეთ. პო­ე­ზი­აც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, პრო­ზაც და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია მათ გა­რე­შე.

- თქვენს რჩე­ულ პო­ე­ტებ­ზე რას გვეტყ­ვით?

- ვა­ღი­ა­რებ, რომ ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში ჩემ­თვის გა­ლაკ­ტი­ონ­ზე მა­ღა­ლი მწვერ­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ანა კა­ლან­და­ძე და მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე. რუ­სულ პო­ე­ზი­ა­ში კი პუშ­კინს ყვე­ლა­ზე მაღ­ლა ვა­ყე­ნებ, მი­სი წე­რის მა­ნე­რა, სიტყ­ვა­თა მა­რა­გი და პო­ე­ტუ­რი ოს­ტა­ტო­ბა მარ­თლაც რომ მი­უწ­ვდო­მე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა. მიყ­ვარს ანა ახ­მა­ტო­ვა, მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა, ალექ­სან­დრე ბლო­კი. ძნე­ლია ჩა­მოთ­ვლა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ე­ტი მომ­წონ­და და მომ­წონს. ალ­ბათ კარ­გმა თარ­გმან­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ შან­დორ პე­ტე­ფი გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონ­და და დღე­საც ძა­ლი­ან მიყ­ვარს მი­სი ლექ­სე­ბის კითხ­ვა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ გრი­გოლ აბა­ში­ძი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნი კონ­გე­ნი­ა­ლუ­რი­ა.

- პრო­ზა­ი­კო­სებს შო­რის თუ გყავთ ფა­ვო­რი­ტე­ბი?

- პირ­ველ ად­გილ­ზე მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს და­ვა­ყე­ნებ­დი. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­თი ყო­ველ­თვის მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე­ა. გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს ნო­დარ დუმ­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბაც. დღე­საც, რო­დე­საც ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, გად­მო­ვი­ღებ "მე ბე­ბი­ა, ილი­კო და ილა­რი­ონს" და ვი­ცი, რომ გან­წყო­ბა უეც­რად გა­მო­მი­კეთ­დე­ბა. "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" ჩემ­თვის ერ­თ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი­ა. თა­ნა­მე­დ­რო­ვე მწერ­ლო­ბა­საც ვეც­ნო­ბი და აკა მორ­ჩი­ლა­ძის მოთხ­რო­ბებს წა­უ­კითხ­ავს არა­სო­დეს ვტო­ვებ. უცხ­ო­ელ პრო­ზა­ი­კო­სებს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მი­ტა­ცა ქენ­დის ბუშ­ნელ­მა, რო­მელ­საც ეკუთ­ვნის წიგ­ნი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში". ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რი­ა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­ვი­და ჩემ­თან. უკ­ვე გა­და­დე­ბუ­ლი მაქვს მი­სი წიგ­ნი "ბიზ­ნე­სი მა­ღალ ქუს­ლებ­ზე" და აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და წა­ვი­კითხ­ო. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა ვა­სი­ლი გროს­მა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბამ და ქარ­თველ მკითხ­ველ­საც მინ­და ვურ­ჩი­ო, რომ ეს ავ­ტო­რი აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კითხ­ოს. მი­სი მოთხ­რო­ბე­ბი და რო­მა­ნე­ბი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა. წა­უ­კითხ­ავს არ ვტო­ვებ ორ­ჰან ფა­მუ­ქის არც ერთ ნა­წარ­მო­ებს, ჩე­მი აზ­რით, ეს მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი მწე­რა­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. ­მო­უ­ლოდ­ნე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ალ­ბერ კო­ე­ნის "დე­და­ჩემ­მა", რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა მომ­ცა და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- ესე იგი, და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, კითხ­ვას მა­ინც ახერ­ხებთ?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვა­ხერ­ხებ, ამას გა­ნა­პი­რო­ე­ბებს ჩე­მი ფი­ლო­ლო­გო­ბა და სა­მე­გობ­რო წრე. ჩვე­ნი, "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" მე­გობ­რო­ბა იმა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს კარგ წიგ­ნებს ვუც­ვლით ხოლ­მე. თუმ­ცა, ახ­ლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - უამ­რა­ვი სა­ი­ტი­ა, სა­ი­და­ნაც შე­გიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი რამ გად­მო­ი­წე­რო. მგო­ნი, წიგ­ნე­ბის თხო­ვე­ბა მო­დი­და­ნაც გა­და­ვი­და, მაგ­რამ მე მირ­ჩევ­ნია უშუ­ა­ლოდ წიგ­ნი მე­ჭი­როს ხელ­ში, ვიდ­რე მი­სი ელექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია წა­ვი­კითხ­ო. ალ­ბათ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის და­ძა­ბუ­ლი სტი­ლის ბრა­ლი­ცა­ა, რომ არ მიყ­ვარს ძა­ლი­ან მძი­მე, ძნე­ლად გა­სა­გე­ბი თხზუ­ლე­ბე­ბი, უფ­რო ლა­ღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოთხ­რო­ბე­ბი და რო­მა­ნე­ბი მომ­წონს. მა­გა­ლი­თად: რომ და­უკ­ვირ­დე, ქენ­დის ბუშ­ნე­ლი თით­ქოს არა­ფე­რი­ა, მაგ­რამ მას აქვს სა­ო­ცა­რი დი­ა­ლო­გე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად უბ­რა­ლო­ე­ბი­სა, ისეთ რა­მე­ზე და­გა­ფიქ­რებს, რომ ად­რე ვერც იფიქ­რებ­დი, თუ ეს ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო შენ­თვის. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­დან უნ­და გითხ­რათ, რომ მომ­ხიბ­ლა ოქ­სა­ნა რობ­სკა­ი­ას რო­მა­ნებ­მა, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სი ქა­ლის ცხოვ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გარ­და ხში­რად ვცდი­ლობ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ა­საც გა­ვეც­ნო. სულ ბო­ლოს მა­ჰათ­მა გან­დის ბი­ოგ­რა­ფია წა­ვი­კითხე და ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- და ბო­ლოს, დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად უბ­რუნ­დე­ბით და არა­სო­დეს გბეზ­რდე­ბათ.

- შე­მიძ­ლია თო­მას მანს ყო­ველ­თვის მი­ვუბ­რუნ­დე და ბევ­რჯერ წა­ვი­კითხ­ო. ასე­ვე ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი ნო­დარ დუმ­ბა­ძეს და გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მი­სი მოთხ­რო­ბე­ბი არ არის ისე და­ფა­სე­ბუ­ლი, რო­გორც მი­სი რო­მა­ნე­ბი­. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დრო არ მყოფ­ნის, მა­ინც ვცდი­ლობ წიგ­ნებს არ მოვ­წყდე და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ წიგ­ნე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნი­ა.­ ძი­ლის წინ ერ­თ-ორ ფურ­ცელს მა­ინც ვკითხ­უ­ლობ, ღა­მის 3 სა­ა­თიც რომ იყოს. ახ­ლა ვე­ძებ ვინ მათხ­ო­ვებს აკა მორ­ჩი­ლა­ძის "ქარ­თუ­ლის რვე­უ­ლებს" და გო­გი გვა­ხა­რი­ას "ცრემ­ლი­ან სათ­ვა­ლეს" - ეს მა­თი ბო­ლო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­ა, რომ­ლებ­ზეც ბევ­რი კარ­გი რამ მსმე­ნი­ა. დი­დი ხა­ნია არ მქო­ნია ერ­თთვი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა. რად­გან "მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვენს თავს ასე­თი დას­ვე­ნე­ბა მო­ვუწყ­ოთ და მეც უკ­ვე გა­დაწყ­ო­ბი­ლი მაქვს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­ვის­ტო­ში, ჩემს აგა­რაკ­ზე უნ­და წა­ვი­კითხ­ო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს