მაშველებმა წალენჯიხაში დაკარგული მთამსვლელი იპოვეს

მაშველებმა წალენჯიხაში დაკარგული მთამსვლელი იპოვეს

მაშველებმა წალენჯიხის რაიონში დაკარგული ქართველ მოყვარული მთამსვლელი იპოვეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქემთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა. ქართველ მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფი წალენჯიხის რაიონში მდებარე "ჭითაგვალას" მწვერვალისკენ მიდიოდა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 3 200 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. მთასვლელმა სხეულის დაზიანებები მიიღო, ექსპედიციის სხვა წევრებმა კი გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

საძიებო ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველები სრული სამთო სპეცაღჭურვილობით ახორციელებდნენ საძიებო ღონისძიებებს "ჭითაგვალას" სიახლოვეს მდებარე ყველა ხევსა და ფერდობზე.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია