ირმა ინაშვილი დაცვით დადის

ირმა ინაშვილი დაცვით დადის

მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი დაცვით დადის. ჟურნალისტს დაცვის ორი წევრი დაჰყვება, რომლებიც ინაშვილის თქმით, სპორტსმენები და მისი მეგობრები არიან.

როგორც ინაშვილმა "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, დაცვა "ობიექტივის" გამგეობის გადაწყვეტილებით დაენიშნა. "მე ვთვლი რომ ადამიანს ღმერთი იცავს და სხვა ვერავინ დაიცავს თუ რაიმე საფრთხე დაემუქრა. არ მიმაჩნია, რომ რაიმე კონკრეტული საფრთხე მემუქრება, მაგრამ რადგან გადაწყვიტა ჩემმა სამსახურმა, მე დავემორჩილე მათ გადაწყვეტილებას" - აღნიშნა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები