გერმანულ არქივში აქამდე უცნობი 500 ზღაპარი აღმოაჩინეს

გერმანულ არქივში აქამდე უცნობი 500 ზღაპარი აღმოაჩინეს

გერმანულ არქივში აქამდე უცნობი 500 ზღაპარი აღმოაჩინეს. ისტორიკოს ფრანც ჰავიერ ფონ შონვერტის შეგროვებული ზღაპრები რეგენსბურგის არქივში 150 წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ამ დროის მანძილზე არქივში ინახებოდა ისტორიები საოცარ ცხოველებზე, მამაც პრინცებზე და ბოროტ ჯადოქრებზე.

ზღაპრები მითების კოლექციის ნაწილია, რომელიც მკვლევარმა შონვერტმა ბავარიის რეგიონში შეაგროვა. ზღაპრები არქივში კი კულტურის კურატორმა ერიკა ეიჰენსირმა აღმოაჩინა. კურატორს იმედი აქვს, რომ მალე გერმანულ ზღაპრებს ინგლისურად გადათარგმნიან და გამოსცემენ.

მომზადებულია The Guardian-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს