25 აგვისტომდე, კომპანია "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს მსუბუქი ავტომობილის სამღებრო-სათუნუქე სამუშაოებზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე. კომპანიის ერთგული მომხმარებლები, რომლებიც "თეგეტა მოტორსის" ოქროსა და ვერცლის ბარათებით სარგებლობენ, ამ ფასდაკლებასთან ერთად, დამატებით, ბარათით კუთვნილ ფასდაკლებას მიიღებენ.
აღნიშნული მომსახურების მიღებას მომხმარებელი "თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალში შეძლებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული "თეგეტა მოტორსის" სერვის-ცენტრი მომხმარებელს საიმედო და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
"თეგეტა მოტორსი" კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9