ქართულ ბაზარზე შემოსვლას "ბენიშ გრუპი" გეგმავს

ქართულ ბაზარზე შემოსვლას "ბენიშ გრუპი" გეგმავს

ქართულ ბაზარზე შემოსვლას კომპანია "ბენიშ გრუპი" გეგმავს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, "ბენიშ გრუპის" წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ.

"ჰოლდინგი წარმატებით ოპერირებს მაღალი ტექნოლოგიების ბაზარზე და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. კომპანიის სურვილია, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე და მოიძიოს პარტნიორები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებში. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ჰოლდინგის წარმომადგენლებს დაეხმარებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შესახებ", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტრში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა