შალვა რამიშვილი ტელემაყურებელს დაემშვიდობა

შალვა რამიშვილი ტელემაყურებელს დაემშვიდობა

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის PR-ის ხელმძღვანელად დანიშვნას ადასტურებს და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ტელემაყურებელს დროებით ემშვიდობება.

"მეგობრებო, იმის გამო რომ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პიარს ვხელმძღვანელობ ოქტომბრის არჩევნებამდე ეთერში ვეღარ გამოვჩნები.

მადლობთ ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე ცისფერ ეკრანებთან", - წერს რამიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა რამიშვილი "გააპიარებს". რამიშვილი ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატის პიარკამპანიას გეგმავს, თუმცა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, შესაძლოა, პრესსპიკერის ან მრჩევლის პოსტიც დაიკავოს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები