Forbes-მა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერალი დაასახელა

Forbes-მა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერალი დაასახელა

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის, ეროტიკულ-პორნოგრაფიული ჟანრის ნაწარმოების - "ნაცრისფერის ორმოცდაათი ჩრდილის" ავტორი ერიკა ლეონარდ ჯეიმსი ჟურნალმა Forbes-მა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან მწერლად დაასახელა.

ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს ჯეიმსმა 95 მლნ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მეორე ადგილზე მოიტოვა ამერიკელი მწერალი ჯეიმს პატერსონი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში პირველ ადგილს ინარჩუნებდა.

Forbes-ის მონაცემების თანახმად, მკითხველი "ნაცრისფერის ორმოცდაათ ჩრდილს" ელექტრონული წიგნის ფორმატში ყიდულობდა. მთელს მსოფლიოში ამ ნაწარმოების 40 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

ერიკა ჯეიმსის გარდა, Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავტორების ათეულში ასევე მოხვდნენ ამერიკელი მწერლები - დენ ბრაუნი და სტივენ კინგი.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს