ბაჩო საგანელიძისა და ლელა მებურიშვილის სიყვარულის ამბავი გამართლდა

ბაჩო საგანელიძისა და ლელა მებურიშვილის სიყვარულის ამბავი გამართლდა

''რეიტინგი'' მცირე ხნის წინ იუწყებოდა, რომ მსახიობი ლელა მებურიშვილი პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმისშვილზე, ბაჩოზე დაინიშნა. ამბობდნენ, რომ ბაჩოს საკმაო ხანია უყვარს ლელა და ლელამ ახლახან უპასუხა იმავე გრძნობით.

ბაჩო საგანელიძე "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დირექტორი გახლავთ. განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ის თბილისში საკმაოდ სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია და გოგონებს მისი მონადირების შანსი აღარ აქვთ, რადგან მთელი მისი ყურადღება ლელა მებურიშვილისკენ არის მიპყრობილი.

როგორც კი ამ ამბის შესახებ შევიტყვეთ, ლელას დავურეკეთ, მან დაგვიდასტურა, რომ იცნობს ბაჩო საგანელიძეს, თუმცა უარყო ხმები მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მაშინ ასეთი დიალოგი შედგა ჩვენს შორის

- ლელა, გავიგეთ, რომ თხოვდები.

- (იცინის) დღეს ჭორების დღეა, თუ რა ხდება?!.

- ანუ, კიდევ გკითხა ვინმემ?

- არა, არ ვთხოვდები!.. დღეს რეპეტიციაზე ვართ და სხვადასხვა ადამიანზე უამრავი ჭორი გავიგეთ.

- მე კონკრეტული ადრესატის დასახელება შემიძლია.

- ანუ, ვის გავყვები? და წინა ჭორის დროსაც ხომ გაიგეთ და იმის წინაზეც(იცინის)? ხან ვის მივყვები, ხან - ვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება