გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენჭს იყ­რის

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენჭს იყ­რის

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს ინ­ტერ­ვი­უს­თვის იმ რეს­ტო­რან­ში მი­ვა­კითხ­ე, სა­დაც მღე­რის. იქ მი­სუ­ლი დაც­ვამ "გა­და­მა­მოწ­მა", ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბი ჩა­ი­წე­რა და ამის შემ­დეგ ინ­ტერ­ვიუ მომ­ღერ­ლის დაც­ვის თან­ხლე­ბით ჩა­ვი­წე­რე. გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს სექ­ტემ­ბრის­თვის უამ­რა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი სი­ახ­ლე აქვს და­გეგ­მი­ლი, ეგ კი არა, არ გა­მო­რიცხ­ავს, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზეც კი იყა­როს კენ­ჭი.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახალ სე­ზონ­ში მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვის­გან მი­ი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- სა­მი თვე "მა­ბამ­და" ჩე­მი ბუთხ­უ­ზა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე (გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი), ბო­ლოს მა­ინც და­მი­თან­ხმა. რომ მახ­სენ­დე­ბა, რა შრო­მა მო­მი­წევს, ცუ­დად ვხდე­ბი. ღა­მის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ, ვსვამ, ცო­ტა სხვა წე­სე­ბი მაქვს და არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებ ამას. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ია ფა­რუ­ლა­ვამ მითხ­რა, პი­რა­დად მე გა­ვა­კონ­ტრო­ლებ, ერ­თი წვე­თი ალ­კო­ჰო­ლიც რომ არ და­ლიო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში­ო. გა­და­ცე­მა 1-ელ სექ­ტემ­ბერს გა­ვა ეთერ­ში, მე­ო­რე დღეს გას­ტრო­ლებ­ზე მივ­დი­ვარ ჯერ ის­რა­ელ­ში, შემ­დეგ კი ბელ­გი­ა­ში. ასე­ვე ვა­პი­რებ დუ­ე­ტის ჩა­წე­რას ნი­ნო ჩხე­ი­ძეს­თან, კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში. არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზეც ვი­ყა­რო კენ­ჭი. მე ქვე­ყა­ნას ვუყ­ვარ­ვარ და ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი მე­ყო­ლე­ბა. გუ­შინ ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი, თა­ვი­დან კი გა­მიკ­ვირ­და, რო­გორ შიშვლდება ხალ­ხი ასე თა­ვი­სუფ­ლად, მაგ­რამ მივ­ხვდი, ახ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გაკ­ვირ­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მეც გა­ვი­ხა­დო. რა­ტომაც არა, ცუ­დი გა­რეგ­ნო­ბა მაქვს თუ რა?

- პირ­ვე­ლად მი­ი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მსგავს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე?

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს ხში­რად ვი­ღებ, მაგ­რამ უა­რიც ბევ­რჯერ მით­ქვამს. მინ­და აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვილს ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო, და­ვა­ღა­ლა­ტე. "ბიზ­ნესკუ­რი­ერ­ში" ბრი­ლი­ან­ტებ­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ მი­მიწ­ვი­ა, მე კი ჩა­მე­ძი­ნა და ვერ მი­ვე­დი.

- სა­ი­დან გაქვთ ამ­დე­ნი ბრი­ლი­ან­ტი?

- იცი­ან, რომ ვგიჟ­დე­ბი ბრი­ლი­ან­ტზე და მე­გობ­რე­ბი, მსმე­ნე­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და საყ­ვარ­ლე­ბი სა­ჩუქ­რად მიძღ­ვნი­ან. ბრი­ლი­ან­ტებ­ის გარდა ყვე­ლა­ზე ხში­რად სუ­ნა­მო­ე­ბით და ვის­კით მა­სა­ჩუქ­რე­ბენ. და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ღე­რალ­მა გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა ულა­მა­ზე­სი სა­მა­ჯუ­რი მა­ჩუ­ქა, ოთარ ტა­ტიშ­ვილ­მა კი ვის­კი. სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გა­ნაც მი­მი­ღია სა­ჩუქ­რე­ბი. 1992 წელს ჯა­ბა იო­სე­ლი­ან­მა "მერ­სე­დე­სი" მა­ჩუ­ქა, ის ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო.

- კონ­ცერ­ტზე უა­რი არას­დროს გით­ქვამთ?

- ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე მთა­ვა­ზო­ბენ გა­მოს­ვლას, თუ გია არ მღე­რის რო­მე­ლი­მე კონ­ცერ­ტზე, ე.ი. შე­სა­ბა­მი­სი ჰო­ნო­რა­რი არ ჰქონ­დათ და მხო­ლოდ ეს არის მი­ზე­ზი. ერთ სიმ­ღე­რა­ში 2.000 ლარს ვი­ღებ. მა­ღა­ლა­ნაზღ­ა­უ­რე­ბა­დი მომ­ღე­რა­ლი ვარ. მყავს ხუთ­კა­ცი­ა­ნი პი­რა­დი დაც­ვა, მემ­სა­ხუ­რე­ბა სა­კუ­თა­რი პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი, სტი­ლის­ტი, დი­ზა­ი­ნე­რი და ა.შ.. დღე­ში 5 კონ­ცერ­ტზე ვმღე­რი და პა­რაფ­სი­ქო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბა ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს, "მოთხ­ოვ­ნა­დი" ვარ (ხე­ზე აკა­კუ­ნებს). ხან­და­ხან მკითხა­ვებ­თა­ნაც მივ­დი­ვარ, წი­ნას­წარ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მოხ­დე­ბა ხვალ (ი­ცი­ნის).

- ასეთ სა­მოსს დი­ზა­ი­ნე­რი გირ­ჩევთ?

- წლე­ბია ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბით ვი­მო­სე­ბი და არ მგო­ნი­ა, ეს ვინ­მეს უკ­ვირ­დეს.

- ფეხ­საც­მელ­ზე რას იტყ­ვით?

- ფეხ­საც­მელ­ზე გა­მახ­სენ­და... რა­ტომ აღარ მა­შარ­ჟებს ვა­სო ფხა­კა­ძე? პო­პუ­ლა­რო­ბა ხომ არ დავ­კარ­გე? რა­ღა­ცე­ბი ზედ­მე­ტი კი მოს­დის სკეტ­ჩებ­ში, მაგ­რამ ალ­ბათ ეს შო­უს ნა­წი­ლი­ა. კი მა­პი­ა­რებს და რაც უნ­და, ის გა­ა­კე­თოს. პერ­სო­ნა­ჟებს დრო­ე­ბით ას­ვე­ნე­ბენ, რო­გორც ვი­ცი და და­ვას­ვე­ნებ მე მა­გას კუ­ბო­ში (ი­ცი­ნის). "კო­მე­დი შო­უ­ში" ყვე­ლა მიყ­ვარს, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა გა­ღი­ზი­ა­ნებთ?

- სა­ერ­თოდ ფე­ხებ­ზე მკი­დია კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი. ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, ვინც ყვე­ლა­ზე მა­გა­რია და ვინც აინ­ტე­რე­სებთ. ფაქ­ტი­ა, 20 წე­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და რუ­სეთ­შიც. მე ქვე­ყა­ნას ვუყ­ვარ­ვარ და 20 კა­ცის აზ­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

- თუ რუ­სეთ­ში ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხართ, რა­ტომ არ წახ­ვე­დით იქ?

- ვი­ყა­ვი რუ­სეთ­ში და რო­ცა დავ­ბრუნ­დი, მა­ლე გარ­და­იც­ვა­ლა დე­და, რო­მე­ლიც ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნი იყო (ცრემ­ლე­ბი მო­ერია)... მე­რე და­ი­ჭი­რეს ჩე­მი ვა­ჟი... ამი­ტომ ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ახ­ლა ძა­ლი­ან კარ­გად ვართ, მყავს 5 თვის შვი­ლიშ­ვი­ლი ლი­კა, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით. ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა­ა, მე მგავს.

- ვაჟ­თან ერ­თად ცხოვ­რობთ?

- არა, ცალ­კე ვცხოვ­რობ. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ მაქვს, ვერ შე­ვარ­ჩიე, და არც საამისო ფული.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)