"ვიანორ ჯორჯია" ფრანგული "ვალეოს" ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა

"ვიანორ ჯორჯია" ფრანგული "ვალეოს" ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა

"ვიანორ ჯორჯიამ" კიდევ ერთი ექსკლუზიური პარტნიორი შეიძინა და ავტონაწილების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ფრანგული უმსხვილესი ბრენდის "ვალეოს" წარმომადგენელი გახდა საქართველოში. "ვალეოს" უმაღლესი ხარისხის საავტომობილო განათების სისტემების, საქარე მინის საწმენდების, ანთების სანთლებისა და სხვა პროდუქტების რეალიზაციას "ვიანორ ჯორჯია" დღეიდან ყველა მომსახურების ცენტრში, მთელი საქარველოს მასშტაბით იწყებს.

"მოხარული ვართ, რომ "ვიანორ ჯორჯიას" მომხმარებლისთვის კიდევ ერთი ექსკლუზიური პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საშუალება მიეცა. ჩვენ გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ წამყვან ფრანგულ ბრენდთან "ვალეოსთან", რომელსაც საავტომობილო პროდუქტების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება აქვს და ისეთი ბრენდების მუდმივი პარტნიორია, როგორიცაა "მერსედეს ბენცი", "ბე-ემ-ვე", პეჟო-სიტროენისჰოლდინგი და სხვა", - აცხადებს გურამ დაფქვიაშვილი, "ვიანორ ჯორჯიას" დირექტორი.

"ვიანორ ჯორჯია" "ვისოლ ჯგუფის" შვილობილი ბრენდია, რომელიც 2011 წლიდან "ვისოლ ავტო ექსპრესის ბრენდით" დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. თუმცა 2012 წლიდან ავტომომსახურების მსოფლიო ბრენდის "ვიანორის" სახელით განაგრძო ქსელის განვითარება. ამჟამდ კომპანიის ავტომომსახურების 18 ცენტრი უმაღლესი ხარისხის "ტოტალის", "ფინასა"და "შევრონის" საავტომობილო ზეთების, "ნოკიანისა" და "იმპერიალის" ბრენდის საბურავების, "დეტა" და "ტუდორის" აკუმულატორების, "ფრამის" საავტომობილო ფილტრების, "ვალეოს" საავტომობილო პროდუქტებისა და სხვა საპოხი მასალების გარდა, მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა