"ნიკორა" ქსელის გაფართოებას განაგრძობს

"ნიკორა" ქსელის გაფართოებას განაგრძობს

"ნიკორა" ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ახალი სუპერმარკეტი ზუგდიდში, კიკალიშვილის ქუჩაზე N3-ში გაიხსნა.

"ეს არის დასავლეთ საქართველოში კომპანიის ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტი. მაღაზია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და საკვები პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტები, ასევე ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები", - აცხადებენ "ნიკორაში".

დასავლეთ საქართველოში "ნიკორას" 19 სუპერმარკეტი მუშაობს. უახლოეს მომავალში კომპანიის ქსელს ზუგდიდში კიდევ ერთი მაღაზია შეემატება. წლის ბოლომდე კი "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი ბათუმშიც გაიხსნება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელით, 85 სავაჭრო ობიექტითაა წარმოდგენილი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა