კოსტავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

კოსტავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

კოსტავას ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები მივიდნენ. #140 ავტობუსში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა . უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.

ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც ექიმები ამბობენ, სამედიცინო დახმარება ოპერატიულად მივიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილი აცხადებენ, რომ მამაკაცი გულით ავადმყოფი იყო და გულის სტიმულატორით დადიოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ვინაიდან მას გულის სტიმულატორის აპარატი ჰქონდა, წესით, არ უნდა გარდაცვლილიყო.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას #140 ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა ბილეთების შესამოწმებლად და ერთ-ერთ მგზავრს ბილეთის წარდგენა მოსთხოვა. სწორედ აღნიშნულ მგზავრს გამოესარჩლა შუახნის მამაკაცი და, სავარაუდოდ, ამის გამო ინერვიულა.

შემთხვევის ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია