გავრცელებული ინფორმაციით, მე-9 არხი და ინფო 9 იხურება

გავრცელებული ინფორმაციით, მე-9 არხი და ინფო 9 იხურება

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მე-9 არხზე" სერიოზული რეორგანიზაცია იგეგმება. ერთ-ერთი ვერსიით, სექტემბრიდან "მე-9 არხი" ან დაიხურება, ან "საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეურთდება.

ამასთან, საგანგებო თათბირი იმართება "მე-9 არხში", ამ თემაზე ტელეკომპანია განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.

ტელეკომპანიის დახურვის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებიც ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ლუბა ელიაშვილმა თათბირი ჩაატარა და მათ უთხრა, რომ 10 თვეა ახალ მფლობელს ეძებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც გადაწყდა არხის დახურვა.

არხი 1 სექტემბრიდან დაიხურება. ჟურნალისტების განცხადებით, სავარაუდოდ 2 თვის კომპენსაციას გადაუხდიან.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თათბირზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მყიდველის ძებნას სექტემბრამდე განაგრძობს და მზად არის, არხი მესამედ ფასად გაყიდოს.

ხელმძღვანელობის მიერ გამოთქმულ წინადადებებს ჟურნალისტები სატყუარად მიიჩნევენ, რადგან მათი თქმით, გამორიცხულია დარჩენილ 10 დღიან ვადაში არხს რეალური მყიდველი გამოუჩნდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიხურება ინტერნეტ ტელევიზია "ინფო 9". აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" "ინფო 9"-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დადასტურებულად ინტერნეტ ტელევიზიის დახურვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ და ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან.

ამასთან, როგორც "ინფო 9"-ში განაცხადეს, იმ შემთხვევაში თუ მედიასაშუალება დაიხურება, თანამშრომლებს კომპენსაციას ჰპირდებიან.

ინტერნეტ ტელევიზია "ინფო 9" "მე-9 არხის" პარალელურად გასულ წელს წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა.

როგორც ცნობილია, არჩევნების შემდგომ, "ინფო9"-ში რეორგანიზაცია მოხდა და რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მე-9 არხი" 1 სექტემბრიდან დაიხურება. 15.00 საათზე არხის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ამავე საკითხს დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურება.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები