მიხეილ სააკაშვილი - რაც უფრო მეტი არხი იქნება, ადამიანს მეტი საშუალება ექნება, თუნდაც არასწორი ინფორმაცია მიიღოს

მიხეილ სააკაშვილი - რაც უფრო მეტი არხი იქნება, ადამიანს მეტი საშუალება ექნება, თუნდაც არასწორი ინფორმაცია მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი არხი გაიხსნა. აღნიშნული კომენტარი სააკაშვილმა "მე-9 არხის" დახურვასთან დაკავშირებით გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში რაც მეტი არხი იქნება, ის ამით ბედნიერია.

"მიუხედავად იმისა, ვინ რას ლაპარაკობდა, ჩვენს დროს იხსნებოდა ტელევიზიები და იხსნებოდა უამრავი გაზეთი. მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში რეალურად იყო სამი არხი - "რუსთავი 2", "იმედი" და "პირველი არხი". ახლა არის რამდენიმე ათეული. რაც უფრო მეტი არხი იქნება, მეტი საშუალება ექნება ადამიანს მიიღოს თუნდაც არასწორი ინფორმაცია. მერე ბევრ არასწორ ინფორმაციას რომ შეადარებს, რაღაც სწორი ინფორმაცია გამოვა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან "მე-9 არხი" დაიხურება.

იხილეთ ვიდეო: ტელეკომპანია "მე-9 არხი" 1 სექტემბრიდან იხურება

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები