რისთვის სცემეს თაკო ჩარკვიანის ქმარს ”კულინარიელებმა”

რისთვის სცემეს თაკო ჩარკვიანის ქმარს ”კულინარიელებმა”

პოეტი მამისა და დოქტორი დედის ოჯახში გაიზარდა. მუსიკას უფროსი ძმისგან, მამუკა ჩარკვიანისგან ეზიარა. ოთახში უვარდებოდა და ფირფიტებს სთხოვდა. ფილოლოგობა თავადაც უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა. ფიქრობდა, მამის ჩრდილქვეშ იქნებოდა და კონსერვატორია არჩია. ინფანტილურობის გამო სიყვარული საკმაოდ გვიან ეწვია. თაკო ჩარკვიანმა საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზით იარა და ამ გამოცდილებაზე თავად გიამბობთ.

- საინტერესოდ ვცხოვრობდით, ჩემთვის ის წლები გალერეასავით იყო და ვდარდობ, რომ ბევრი რამ ვერ აღვბეჭდეთ ფირზე. ვინ არ უნახავს ჩვენს სახლს. მამას ვეებერთელა გა-ლერეიდან ყველა ნახატი ნაჩუქარია. ელენე ახვლედიანი, მირზაშვილი, დიმა ერისთავი - ყველას ნახატი გვაქვს სახლში და ყველა მათგანი ჩვენს სახლში იყრიდა თავს. საოცარი სა-მეგობრო ჰყავდათ დედასა და მამას. კარგი პურმარილიც იშლებოდა ჩვენს ოჯახში, ზოგჯერ პურსა და ყურძენზე ყოფილან, მაგრამ ერთად ყოფილან სიყვარულითა და სიხარულით. მამა ხელფასის კაცი იყო, მაგრამ მაშინ ხელფასით ცხოვრობდნენ ადამიანები და არ უჭირდათ. დედას მეტი ჰქონდა ხელფასი, როგორც დოქტორს, ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. მამა ჟურნალ ”ცისკრის” რედაქტორი გახლდათ. მამაჩემის ყველაზე დიდი თანამდებობა მწერალთა კავშირის მდივნობა იყო, მაშინ ნოდარ დუმბაძე ამ კავშირის თავმჯდომარე გახლდათ. მაშინაც ჯობნიდა დედა ხელფასით.

- განებივრებდნენ შვილებს?

- გააჩნია, რას დავარქმევთ განებივრებას. თუ გვქონდა ერთი ჯინსი და ერთი მაისური, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. ჩაცმის კულტი ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა. სხვა ინტერესები გვქონდა. ფირფიტებზე ვნადირობდით. მამუკა თუ იშოვიდა ”ბითლზის” ან ”პინკ ფლოიდის” ფირფიტებს, მეც მინდოდა, ვბაძავდი მამუკას, მისგან გავიგე, ვინ იყო არეტა ფრანკლინი, ჯანის ჯოპლინი, ზეპელინები... კრიტიკოსი გურამ ასათიანი, ნოდარ დუმბაძე, ოტია პაჭკორია, ნოდარ ჩხეიძე, აი, ამ ადამიანების სტუმრობა ფეიერვერკი იყო ჩვენს სახლში. ვხვდებოდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა. დილამდე მათი ჟრიამული, სიმღერა და სიცილი მესმოდა ჩემს ოთახში. მამა კარგად მღეროდა. ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე მამასთან მეგობრობდნენ.

- მშობლებისგან განსაკუთრებული დარიგება გახსენდებათ?

- დედაჩემი ძალიან გონიერი ქალია. ამ გადასახედიდან რომ ვაკვირდები, ბევრ რამეში დედაჩემი მეტრია ჩემთვის. დედას გვერდით ძალიან კარგი გარეგნობის, საოცარი ტემპერამენტის კაცი ჰყავდა. პოეტის გაძლება ისედაც რთულია, თან ჯანსუღის. ამის მიუხედავად, ჩემი მშო-ბლების საწოლი არ გაწეულა. მოყვარული ცოლ-ქმარი იყვნენ. მივლინებაშიც კი დაჰყავდა მამას დედა. ეს ჩვენთვის სიყვარულის მაგალითი გახლდათ. კამათიც კი ძალიან ლამაზი იცოდნენ. ცნობილი ამბავია, ჯანსუღი ყველგან ჰყვება ამას. ნაჩხუბრები რომ იყვნენ, დედას ჯანსუღმა წერილი დაუტოვა, ხვალ დილით 9 საათზე გამაღვიძე, გადაუდებელი საქმე მაქვსო. შუადღის 1 საათზე გაღვიძებია მამას და რას ხედავს, წერილს ქვემოთ მიწერილი აქვს, ჯანსუღ, 9 საათია, ადექი. ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ, ეს ბუნებრივად მოდის, ძალიან ბევრია დამოკიდებული ქალზე ოჯახში. დედა უნიჭიერესი ადამიანია. ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როგორ მიართვა 77 მიხაკი დედას კონსტანტინე გამსახურდიამ, როცა ”მთვარის მოტაცება” და ”დიდოსტატის მარჯვენა” დაიცვა. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, საკუთარი ინიციატივით დათმო დედამ კარიერა მამასთვის. ”ირინოლა” დედას ლექსზეა შექმნილი. ერთხელ ვკითხე, რა-ტომ დათმე, შენ ხომ კარგ ლექსებს წერდი-მეთქი, მთელი ცხოვრება ამ კაცის ნიჭით ვიყავი აღფრთოვანებული, მისი ფანი ვიყავი, როგორც პოეტისო, მიპასუხა. მამაც პირიქით აქეზებდა, წერეო...

- მაინც ცოტა აზიატი მგონია ბატონი ჯანსუღი...

- ტრადიციული ტიპია, მაგრამ შვილებს მისი აზიატობა არ გვიგრძნია. ჩვენს ჩაცმაში არ ჩარეულა. თვითონაც ზოგჯერ ისეთ ჭრელ ყელსახვევს გაიკეთებს ხოლმე, ბევრი ვერ გარისკავს. არ მახსოვს, ჯანსუღს ვინმეს ჩაცმულობა გაეკრიტიკებინოს. დედა ახერხებდა იმას, რომ ჩვენ, შვილებს, ჯანსუღისგან შენიშვნა არ მიგვეღო. ეს მეთოდი მეც გადმოვიტანე შვილის აღზრდაში. მთელი თბილისი ჩვენს სახლში იყრიდა თავს. ახლა მეუბნება ხოლმე დედა, მერჩივნა, ჩემ თვალწინ ყოფილიყავით და ამიტომ ვუღებდი ყველას ფართოდ კარსო. დამხმარე ქალი კი გვყავდა, მაგრამ სადილებს ყოველთვის დედა ამზადებდა, ან როგორ არ ეზარებოდა.

- კულინარიული გამოცდილება დედისგან მიიღეთ ალბათ?

- ვერ დავიბრალებ, მაშინ არაფერში არ ვეხმარებოდი დედას. უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს, როცა თვითონ დამჭირდა კერძის მომზადება, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ვიცოდი, რასაც დედა აკეთებდა. არ მჯერა მატრაკვეცა ქალების, რომ ამბობენ, არ შემიძლია, არ ვიციო. ნიჭიერ ქალს ყველაფერი შეუძლია. თუ კარგი პირის გემო გაქვს და არ გეთაკილება, ყველაფერიც შეგიძლია. უდროობის მომენტია, თორემ დამხმარე ქალი თუ არ მყავს, ქმარსა და შვილს ნამდვილად ვერ მოვაშიებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

თბილისის 104 საბავშვო ბაღი, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, დაიხურება

"112-ში 24 საათში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება..." - შსს მოქალაქეებს მიმართავს

"გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს" - გია ხუხაშვილი