რა­ტომ იპა­ტა­რა­ვე­ბენ მკერდს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი

რა­ტომ იპა­ტა­რა­ვე­ბენ მკერდს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი

მკერ­დის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ა­ზე მოთხ­ოვ­ნა მთელ მსოფ­ლი­ო­ში დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. მან­დი­ლოს­ნე­ბი პლას­ტი­კურ ქი­რურგს მკერ­დის გა­დი­დე­ბი­სა და და­პა­ტა­რა­ვე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა­ვენ, ამ ბო­ლო დროს კი მკერ­დის და­სა­პა­ტა­რა­ვებ­ლად თურ­მე მა­მა­კა­ცე­ბიც აკითხ­ა­ვენ. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" პლას­ტი­კურ ქი­რურგ გია გვა­რა­მი­ას ესა­უბ­რე­ბა:

- მკერ­დის პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა მკერ­დის გა­დი­დე­ბა, აწე­ვა და და­პა­ტა­რა­ვე­ბა. ყვე­ლა­ზე დი­დი მოთხ­ოვ­ნა მკერ­დის გა­დი­დე­ბა­ზე­ა, თუმ­ცა მი­სი და­პა­ტა­რა­ვე­ბაც არა­ნაკ­ლებ აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა, რად­გან ვი­საც დი­დი მკერ­დი აქვს, უჭირს მი­სი ტა­რე­ბა და და­პა­ტა­რა­ვე­ბის თხოვ­ნით მოგ­ვმარ­თავს. მსოფ­ლი­ო­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იზ­რდის მკერდს. გა­დი­დე­ბა ხდე­ბა სი­ლი­კო­ნის იმ­პლან­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ იმ­პლან­ტი იყოს ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი, რათა არ მოჰ­ყვეს გარ­თუ­ლე­ბა. ერ­თა­დერ­თი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს კაფ­სუ­ლის იმ­პლან­ტის, ე.წ. ჩან­თის გან­ვი­თა­რე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა დე­ფორ­მა­ცი­აც მი­ვი­ღოთ. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იმ­პლან­ტის შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი გარ­თუ­ლე­ბა 200-დან ერთ პა­ცი­ენტს აქვს. მკერ­დის გა­დი­დე­ბა­-ა­წე­ვის ოპე­რა­ცია 2.500-6.500 ლა­რამ­დე ჯდება, სტან­დარ­ტუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5.500 ლა­რი­ა. და­პა­ტა­რა­ვე­ბა უფ­რო ძვი­რია - 4.000-დან 6.500 ლა­რამ­დე ჯდება. სტა­ტის­ტი­კით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ა, რომ სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცენ­ტი ერ­თნა­ი­რია ნა­ო­პე­რა­ცი­ებ და არა­ნა­ო­პე­რა­ცი­ებ ქა­ლებ­ში. ­მკერ­დის და­პა­ტა­რა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს პი­რი­ქით - კარ­გი­ა, რად­გან სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის ქსო­ვი­ლის მა­სა შემ­ცი­რე­ბუ­ლია და სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის არე­ა­ლიც პა­ტა­რა­ა.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ბევ­რი ყა­ვის სმა მკერდს ზრდის...

- ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია კვლე­ვე­ბით უნ­და იყოს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ეს შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის აზ­რი­ა, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

- რა პრო­ცე­დუ­რებს მო­ითხ­ოვს მკერ­დის აწე­ვი­სა და და­პა­ტა­რა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ა?

- მკერ­დის აწე­ვის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ნა­წი­ბუ­რი რჩე­ბა, მაგ­რამ ასე­თი ოპე­რა­ცი­ა, ძი­რი­თა­დად, სა­კუ­თა­რი ქსო­ვი­ლე­ბით ხდე­ბა. ზოგ­ჯერ ერ­თდრო­უ­ლად სა­ჭი­როა აწე­ვა და იმ­პლან­ტი­რე­ბა. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­ცა ძუ­ძუს დვრი­ლი დაშ­ვე­ბუ­ლია და მკერ­დი და­წე­უ­ლი. ამ დროს მარ­ტო იმ­პლან­ტი­რე­ბას აზ­რი არა აქვს. მკერ­დის და­პა­ტა­რა­ვე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი ოპე­რა­ცი­ა­ა, 3-4 სა­ა­თი გრძელ­დე­ბა. ამ ოპე­რა­ცი­ას ყვე­ლა ქი­რურ­გი ვერ აკე­თებს. მკერ­დის და­პატ­არა­ვე­ბა პა­ცი­ენტს მდგო­მა­რე­ო­ბას უმ­სუ­ბუ­ქებს. მას აღარ უწევს მძი­მე მკერ­დის ტა­რე­ბა. პა­ცი­ენ­ტი წი­ნას­წარ გან­საზღ­ვრავს, რა ზო­მის მკერ­დი უნ­და. ყვე­ლა ითხ­ოვს 3 ზო­მამ­დე მკერდს, უფ­რო დი­დი მკერ­დი იშ­ვი­ა­თად უნ­დათ. რო­ცა პა­ცი­ენტს 5-6 ზო­მის მკერ­დი აქვს, ერ­თი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა საკ­მა­რი­სი არაა.

- დი­დი მკერ­დი მა­მა­კა­ცე­ბის ნა­წილ­საც აწუ­ხებს, ისი­ნი თუ მოგ­მარ­თა­ვენ მკერ­დის და­სა­პა­ტა­რა­ვებ­ლად?

- დი­დი ზო­მის მკერ­დი, ანუ გი­ნე­კო­მას­ტი­ა, მა­მა­კაც­თა 5%-ს უვი­თარ­დე­ბა. არის ცრუ და ჭეშ­მა­რი­ტი გი­ნე­კო­მას­ტი­ა. ჭეშ­მა­რი­ტი გი­ნე­კო­მას­ტი­ის დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის ქსო­ვი­ლი და მა­მა­კაცს პა­ტა­რა ზო­მის ძუ­ძუ აქვს. ცრუ გი­ნე­კო­მას­ტი­ას კი იწ­ვევს ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაგ­რო­ვე­ბა ან გა­სუ­ქე­ბა. ამ დროს სარ­ძე­ვე ჯირ­კვა­ლი უფ­რო დი­დი ჩანს. რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, ცრუ გი­ნე­კო­მას­ტი­ის დროს კეთ­დე­ბა მხო­ლოდ ულ­ტრაბ­გე­რი­თი ლი­პო­საქ­ცი­ა, კა­ნის მო­ჭიმ­ვით. ჭეშ­მა­რი­ტი გი­ნე­კო­მას­ტი­ის დროს სა­სურ­ვე­ლია არ­სე­ბუ­ლი სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის მო­ცი­ლე­ბა. წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5 მა­მა­კა­ცი მოგ­ვმარ­თავს და მათ­გან მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი თუ იკე­თებს პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას. ზო­გა­დად, მა­მა­კა­ცებს ეში­ნი­ათ ოპე­რა­ცი­ე­ბის. ლი­პო­საქ­ცია 2.000 ლა­რი ღირს, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის მო­ცი­ლე­ბა კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 4.000 ლა­რი ჯდე­ბა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"დამნაშავე ვარ, მაგრამ რასაც წერენ, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება" - რას ყვება ინფიცირებული სპორტსმენი, რომლის გამოც, ათობით ადამიანი კარანტინში მოხვდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა