ადამიანი ხალიჩა

 ადამიანი ხალიჩა

მალტაში დაბადებული 53 წლის ჯორჯი 15 წელია ხალიჩის "ფუნქციას ასრულებს". ის ხალიჩაში ეხვევა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიწაზე წვება. ჯორჯს ყველაზე მეტად ის მოსწონს, როდესაც გამვლელები ფეხს აბიჯებენ. მისი თქმით, მსგავსი საქციელი ძალიან ჰუმანურია.

ის ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ამერიკაში ჩასულ ყველა ტურისტს ექცენტრული საქციელით აოცებს. ადამიანები ჯორჯის სხეულზე დგებიან და ცეკვავენ კიდეც. მისი თქმით, ხალხი სანახაობით ერთობა, საჩუქრად ფულსაც ხშირად ჩუქნიან.

ჯორჯი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს - დღე მასაჟისტად მუშაობს, ღამე კი ხალიჩა-ადამიანად. მისი საქციელით ყველა აღფრთოვანებული არაა - ზოგიერთი ადამიანი ჯორჯისგან თავის შორს დაჭერას ამჯობინებს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს