ეკა მგალობლიშვილი - "კეთილთვისებიანი" ჟურნალისტი და 50 ულამაზესი გოგონას "დედა"

ეკა მგალობლიშვილი - "კეთილთვისებიანი" ჟურნალისტი და 50 ულამაზესი გოგონას "დედა"

საქმიანი ქალბატონი - ეკა მგალობლიშვილი 5 მსოფლიო სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსის ეროვნული დირექტორი და სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი გახლავთ. ამასთანავე, რამდენიმე ქართველი მომღერლის მენეჯერობასაც ითავსებს. მისი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები და მეგობრები არიან: კრისტი ყიფშიძე, ნინი შერმადინი, ქეთი ორჯონიკიძე, მარკუს მეტრეველი, შოთიკო ბოჭორიშვილი... უსაქმურობა ღლის. ამბობს: სცენაზე არ დავბადებულვარ, თორემ იქ გავიზარდეო. 14 წლის ასაკიდან შრომობს. ამ ხნის განმავლობაში, უმოქმედოდ მხოლოდ 1 თვე იყო: საქართველოში პატიმრების წამების ამსახველი გახმაურებული კადრების ნახვის შემდეგ დეპრესია დაემართა... დღეს წარმატებულ საქმიანობას განაგრძობს. საქმიან ქალბატონს ბათუმში (სადაც საქართველოში დაბრუნებული ნინი შერმადინის კონცერტი დაიგეგმა) გამგზავრებამდე შევხვდით...

- როგორც ნინი შერმადინის მენეჯერს, იმ გაუგებრობის შესახებ გკითხავთ, რაც ნინისა და ერთ-ერთი ჟურნალის ჟურნალისტს შორის მოხდა...

- მხოლოდ ის ვიცი, რომ ნინის ებრაელი ხალხი უყვარს. თავად ვარ მომსწრე, რომ ბადრი პატარკაციშვილის დედამ და ებრაელებმა ნინის ამერიკაში გაცილება მოუწყვეს. ვიცი, რომ ნინი კარგა ხანს იმის გამო "დაბლოკეს", რომ ბადრი პატარკაციშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმღერა. პირადად მე, ებრაელებთან ერთად გავიზარდე - მე, იაკობაშვილები და მაწონაშვილები ქუთაისში ერთ ეზოში ვცხოვრობდით. ეს ერი ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ ნინისაც უყვარს. იმ ინტერვიუს დროს რა მოხდა, დეტალები არ ვიცი. ამ ამბის შემდეგ ნინი ამერიკაში გაემგზავრა და ამ თემასთან დაკავშირებით, პირადად არ გვისაუბრია. მხოლოდ "ფეისბუკით" მეუბნებოდა: შენ მაინც ხომ იცი, ებრაელები როგორ მიყვარს? ჟურნალისტს რაც მოვუყევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ებრაელ ხალხზე ვილაპარაკეო...

- კარგი. ჩვენს "მთავარ თემას" მივუბრუნდეთ. მატერიალურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან გახდით?

- 14 წლის ვიყავი, როცა ქუთაისში პირველი სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსი ჩავატარე. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. მოცეკვავე გახლდით. სკოლაში ბეჯითად ვსწავლობდი. 4-იანი არც ერთ სემესტრში არ გამომყოლია. მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მეჯლისის - "მისტერ და მის ქუთაისის" ჩატარება გადავწყვიტე. ამ იდეის განხორციელებასთან დაკავშირებით, დირექტორს (რომელიც ჩემი მათემატიკის მასწავლებელიც გახლდათ) ვესაუბრე. არ დამავიწყდება, მოადგილეები როგორ ეუბნებოდნენ, - კი, კარგი და ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მესხიშვილის თეატრს (სადაც ღონისძიება უნდა ჩაგვეტარებინა), ამხელა სკოლას, ქალაქს როგორ ანდობთო?! ყველაფრის მიუხედავად, ეს ნაბიჯი გადავდგი და სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსი ჩავატარე, რომელშიც ჩემი ტოლი გოგონები და ბიჭები მონაწილეობდნენ.

- პატარა გოგონას სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსში მონაწილეობის სურვილი თავად არ გაგჩენიათ?

- ჩემთვის მთავარია, საზოგადოებამ შემაფასოს და არა, მაგალითად, 10-კაციანმა ჟიურიმ. 14 წლის ვიყავი, როცა მომიტაცეს და გავთხოვდი. 15 წლისას უკვე შვილი მყავდა. იმ პერიოდში, კონკურსი - "მის იმერეთი" ტარდებოდა ხოლმე, მე კი გათხოვილი ვიყავი. მახსოვს, დარბაზიდან სცენაზე როგორ ამიყვანეს და გვირგვინი დამადგეს... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, როცა გავთხოვდი, სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსების ჩატარება აქტიურად მაშინ დაიწყეს (იცინის). სამაგიეროდ, მსოფლიო "მისის ჯორჯიას" სახელით მიცნობს. ალბათ ეს სახელი პირადი სიმპათიის გამო შემარქვეს.

- გათხოვების შემდეგ თქვენი საქმიანობა როგორ წარიმართა?

- ამასობაში, პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია - "რიონი" შეიქმნა, სადაც დიქტორად ვმუშაობდი. ტელემარათონებისა და გადაცემების წამყვანი გახლდით... შემდეგ, თეიმურაზ შაშიაშვილის გუბერნატორობის პერიოდში, დამეგობრების პროექტი - "ქუთაისი-პარიზი - პარიზი-ქუთაისი" განხორციელდა. 17 წლისამ ქართველი და ფრანგი ბავშვებისთვის გაცვლითი პროგრამის პროექტი დავწერე. ელჩის მიწვევით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პარიზში გავემგზავრე. ქალაქების - მონტრეის და ლევილის მერებს შევხვდი, ქართველი და ფრანგი ბავშვებისთვის ჟურნალი შევქმენი. პარალელურად, ბაბუა ვიპოვე: ის მონაკოს კლუბის (რომელშიც სხვადასხვა ქვეყანაა გაწევრებული) პრეზიდენტია. უცხოეთში ბაბუის არსებობის შესახებ მამაჩემის დედისგან ვიცოდი: მისი ძმა საქართველოდან გამგზავრებულ ნოე ჟორდანიას გაჰყოლია. ნოე ჟორდანიას გარდაცვალებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კლოდ დე კემულარია სიტყვით გამოდიოდა. სცენაზე ავხტი და ვუთხარი: მე შენი "კუზინა" ვარ-მეთქი. ამხედა, დამხედა და მიპასუხა: ჯერ არ ვიცი, ჩემი როგორი ნათესავი ხარ, მაგრამ თანახმა ვარ, ჩემი ნათესავი იყოო (იღიმის)... საქართველოს შემდეგ, ყველაზე მეტად, საფრანგეთი მიყვარს! პარიზი "ჩემი" ქალაქია!.. საფრანგეთში 3-6 თვეში ერთხელ მივდიოდი. პარალელურად, ქუთაისში კონკურსების ჩატარება განვაგრძე. იმერეთიდან მთელ დასავლეთზე "გადავედი", იქიდან - საქართველოზე, შემდეგ კი ჩემი "სივი" "მის მსოფლიო თინეიჯერზე" გავგზავნე. თანხმობა მივიღე და საქართველოში "მის მსოფლიო თინეიჯერის" ეროვნული დირექტორი გავხდი. მერე სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სხვადასხვა კონკურსიდან (მსოფლიოს მასშტაბით) შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "წამოვიდა"... ჩემს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სულ ვშრომობ. ლანგრით მორთმეული ცხოვრებაში არაფერი ამიღია, თუმცა ლამაზ და საქმიან ქალს ასეთი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ყოველთვის აქვს. მირჩევნია, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიო. ყველა რეგიონში, ქალაქში, რაიონში კარდაკარ დავდივართ. ვაკესა და ორთაჭალაში არაჩვეულებრივი ოფისები მაქვს. თავისუფლად შემიძლია, ფეხი ფეხზე გადავიდო და განვაცხადო: კასტინგზე მოდით-მეთქი, მაგრამ იცი, ვინ მოვა? შეძლებული ოჯახის შვილები; ვისაც თუნდაც მგზავრობის ფული მაინც აქვს... ამიტომ მირჩევნია, ნებისმიერ რეგიონში პირადად მივიდე და ღირსეული კონკურსანტები აღმოვაჩინო. სხვათა შორის, ჩემი კონკურსის ბევრი გამარჯვებული სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, ბევრი ლტოლვილია... მსოფლიო სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსებზე ეკა მგალობლიშვილი და სააგენტო "კატრინი" კი არა, საქართველო "მიდის", ჩვენი ქვეყნის სახელს კი ბავშვობიდან ძალიან ვუფრთხილდები. მაგალითად, როდესაც მონტრეის მერთან - ჟან-პიერ ბრასთან შეხვედრაზე მივდიოდი, გოგონებმა ბევრი წვრილი ნაწნავი გაიკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვარცხნილობა მეც ძალიან მომიხდა, არ გავიკეთე. ვიფიქრე: ქალაქის მერს ვხვდები. მას რატომ უნდა ვაფიქრებინო, რომ საქართველოში ქალები წვრილი ნაწნავებით დადიან-მეთქი?

- ზოგადად, საქმიან იმიჯზე განსაკუთრებულად ზრუნავთ?

- როცა რომელიმე რეგიონში ჩავდივარ, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგნელებთან კონტაქტი მიხდება. მაგალითად, მერი ან გამგებელი რომ იყოთ, გესიამოვნებათ, შეხვედრაზე ჯინსის დახეული შორტითა და მაისურით რომ გამოგეცხადოთ?.. რა თქმა უნდა, ეს სტილი მიყვარს, მაგრამ უპირატესობას კლასიკური სტილის სამოსს ვანიჭებ. მოკლე კაბის ჩაცმასთან დაკავშირებით, პრობლემა არ მაქვს: ჩემს სამუშაო სფეროში პიჯაკისა და მიდიკაბის ჩაცმა აუცილებელი არ არის.

- საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებისას თქვენი წარმატების საიდუმლო რა არის? როგორ ახერხებთ სპონსორების დარწმუნებას?

- დიდება უფალს, რომ არავის დარწმუნება არ გამჭირებია. ქალაქის ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას - დარბაზის, აპარატურის გამოყოფას ვითხოვ. ბილეთებს არ ვყიდით. მოსახლეობას სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსების ჩატარება სიამოვნებს. სცენაზე ხან ნინი შერმადინი მღერის, ხან - ქეთი ორჯონიკიძე, მარკუს მეტრეველი, მარიტა როხვაძე... ხალხს ლამაზ საღამოს ვჩუქნით. 15 წლის ასაკიდან, ალბათ, დღეში 50 ადამიანის გაცნობა მიწევს (იღიმის). სპონსორებს რაც შეეხებათ, ჩემთვის ფინანსები მთავარი არ არის. უბრალოდ, ენთუზიაზმზე ვერ ვიმუშავებ, რადგან მეუღლე და შვილები მყავს. მირჩევნია, მეტი საქმე ხარისხიანად გავაკეთო და ელემენტარული შემოსავალი მქონდეს. 10 მანქანა არ მჭირდება, 1 მყავდეს და "გემრიელი" იყოს...

- მახსოვს, ერთ-ერთ სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსანტ გოგონას თქვენ მიმართ გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა...

- დიახ. ახლახან, ფოთში სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსზე რომ გახლდით, ვიღაც ზურგიდან მომიახლოვდა და მომეხვია. სწორედ ის ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! - ქეთი სტამბულიშვილი იყო... ის ძველი ამბები ბუნდოვნად მახსოვს - რაღაც გაუგებრობა მოხდა. როცა გოგონა სხვა სააგენტოში არ დადის, ვთავაზობთ (ქეთისაც შევთავაზეთ), თუ სურვილი აქვს, ჩვენთან დარჩეს. როცა საღამოს ვაწყობ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სპონსორებით შემოვიფარგლო, მაგრამ თუკი გოგონას პორტფოლიო, კლიპი ან დამატებითი მეცადინეობა მოუნდება და თან, არც სოციალურად დაუცველი გახლავთ და არც - ლტოლვილი, ცხადია, გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს, - სააგენტოს ხომ თავისი ანგარიში აქვს!.. დღეს მე და ქეთი ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მწერს ხოლმე, მიყვარხარო. ძალიან საყვარელი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! იყო, უბრალოდ - ცოტათი "სავსე". ამბიციებიც ჰქონდა... მერე წონაში დაიკლო. შეიძლება, პირველ წელს "მის" ვერ გახდე, ამის გამო უნდა გამებუტო (იღიმის)?.. ამ თემამ ძალიან წყნარად, მშვიდად "ჩაიარა". ხომ გაგიგონიათ, - მიუტევე და მოგეტევებაო? თუკი ბავშვს რამე "ეტკინა", მომიტევოს, თუ მან რამე არასწორად თქვა, ჩემგან მიტევებული აქვს. 2 ქალიშვილის დედა ვარ და ჩემზე ასაკით უმცროს ადამიანს რომ ვესაუბრები, მიმაჩნია, რომ ჩემს ქალიშვილს ველაპარაკები. ისე მოიქეცი, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ. უფალი ყველაფერს ხედავს...

- ხშირად აღნიშნავენ, - საქართველოში მოდელობა წარმატებული, შემოსავლიანი პროფესია არ არისო. არადა, საკმაოდ ბევრი სააგენტო ფუნქციონირებს. ხელმძღვანელებისთვის წარმატებული საქმეა, მოდელებისთვის - არა?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოდელებისთვის ეს საქმე წარუმატებელია. ბოლო დროს, თუ რამე ხდება (კლიპის, ფილმის, რეკლამის გადაღება, ფოტოსესია...), ძირითადად, სულ "კატრინს" ურეკავენ, მოდელებს ჰონორარს უხდიან, სხვადასხვა ქვეყანაში იწვევენ... უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სააგენტოში საქართველოს სიყვარული "ისწავლება": ჩემთვის უმთავრესია (ამას სააგენტოს გოგონებსაც ვეუბნები), რომ მოდელს საქართველო, თავისი ოჯახი უყვარდეს და საკუთარ თავს აფასებდეს; იცოდეს ისტორია, ქართული და ინგლისური.

- როგორია თქვენი - საქმიანი ქალის პირადი ცხოვრება?

- მე და ჩემმა პირველმა მეუღლემ როცა ოჯახი შევქმენით, ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ვიყავით: მე - 14 წლის, ის - 17-ის. ჩემი ყოფილი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანი და მამაა, მაგრამ ალბათ, ნაადრევად შექმნილი ოჯახების 99% ინგრევა. ახლა რომ ვიხსენებ, სასაცილო რაღაცებზე ვკამათობდით. ალბათ ბევრ რამეში დამნაშავე ის იყო, ბევრშიც - მე... ბავშვებო, ადრეულ ასაკში დაქორწინებას არ გირჩევთ (იცინის).

- ოჯახის დანგრევის შემდეგ უფრო აქტიურად ხომ არ მისდიეთ საქმიანობას?

- არა. საქმიანობაში არც ყოფილი მეუღლე მზღუდავდა. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ქალს რამის გაფუჭება სურს, ამისთვის სცენა რად უნდა? მიმაჩნია, რომ ერთი მამაკაცის ყოლის უფლება ყველა ქალს აქვს. ურთიერთობა არ გინდა და "გტკივა"? მაშინ ჯობია, დაშორდე: თავზე ლაფს ნურც შენ დაისხამ და ნურც - მას. ჩემს ოჯახში მამაკაცის დაფასება და მის მიმართ მოწიწება სხვა დონეზეა. ჩემი მშობლები როგორ არ იკამათებდნენ?! უბრალოდ, მე ეს არ გამიგონია... მშვიდ გარემოში გავიზარდე. ლაღი ბავშვობა მქონდა, სითბო და სიყვარული არ მაკლდა...

- იმ ქალბატონებზე რას ფიქრობთ, რომლებიც მატერიალურად, მთლიანად მეუღლეზე არიან დამოკიდებულნი?

- მამაკაცის 10 ლარს ჩემი 1 ლარი მირჩევნია (იცინის). სამწუხაროდ, მანდილოსნების უმრავლესობა უფრო მეტს ვმუშაობთ, ზოგი უცხოეთშია წასული... ეს საკითხი ძალიან "მტკივა": მინდა, მამაკაცებს უფრო მეტი ფინანსები, აზროვნება და კაცობა ჰქონდეთ. არ მსურს, რომ მე უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს, ვიდრე - მამაკაცს.

- ხშირად წყვილის ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება, როცა ქალს მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე - მამაკაცს...

- როცა ქმარი გიყვარს, ეს პრობლემა არ არის.

- შეიძლება, ქალისთვის არ არის, მაგრამ - მამაკაცისთვის?..

- ჩემს მეორე მეუღლესთან ერთად, დღემდე ასე ვცხოვრობ: 1 ლარი გვაქვს? ის ორივესია. ის პრობლემა არ გვაქვს, თუ ვინ რა საქმე გააკეთა ან რა უნდა გააკეთოს. როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, ცოტა ბრმა კი ხარ (იღიმის)... დილით ადრე რომ ავდგები, მეუღლეს ყავას მოვუდუღებ, პერანგს გავუუთოებ, სადილს მოვამზადებ და მერე სამუშაოდ გავვარდები, ეს ხომ დიდი სიყვარულია?! არ ვამბობ, რომ პირველი მეუღლე არ მიყვარდა, მაგრამ მასთან ასე არ ვიქცეოდი. მაშინ ჩემი ტოლი გოგონები თოჯინებით თამაშობდნენ.

- პროფესიით ვინ ხართ?

- ექიმი. ბიოსამედიცინო ეკოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ ჩემი ყოფილი ქმრის მშობლებმა მითხრეს, - ექიმი რძალი გვინდაო. ბევრი ვიტირე, მაგრამ - ამაოდ (იღიმის).

- სამედიცინო განათლების მიღებისას, ჟურნალისტად მუშაობდით. დედამთილ-მამამთილი ამას როგორ ეგუებოდნენ?

- ალბათ გამიგეს. ფიქრობდნენ, - ბავშვია, ოდესმე "გაუვლისო"... ჟურნალისტობა ჩემს "შიგნით" არის, ოღონდ - "კეთილთვისებიანი". ერთხელ, ასაკოვან ადამიანს დავურეკე, - მოგესალმებით; ჟურნალისტი ეკა მგალობლიშვილი ვარ-მეთქი. - ქალაქში არ ვარო, - მიპასუხა. რამდენიმე საათში ისევ დავურეკე და ამჯერად ასე ვუთხარი: - გამარჯობა; სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი გახლავართ-მეთქი. - უი, მობრძანდითო! - შეხვედრაზე მაშინვე დამთანხმდა. მივედი და ავუხსენი, ვინც ვიყავი. თან, დავძინე: "კეთილთვისებიანი" ჟურნალისტი ვარ-მეთქი... სათვალეების ზემოდან ამომხედა და მითხრა: - ეჰ, შვილო, სიმსივნე მაინც სიმსივნეაო (იცინის). მაშინ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ვიყავი, ქუთაისში ჟურნალს "ვაკეთებდი"... გასართობი ცენტრი და კომერციული საბავშვო ბაღიც მქონდა... დღეს 5 მსოფლიო სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსის ეროვნული დირექტორი ვარ, მათგან სამის - ჟიურის წევრიც. ყველაფერ ამას წლების განმავლობაში მივაღწიე. მთელი ცხოვრება ვშრომობ. ორსულობისას, მთელი 9 თვის განმავლობაშიც არ დამისვენია. 15 წლისას ერთი სული მქონდა, ბავშვს დედასთან როდის დავტოვებდი და დაქალებთან გავვარდებოდი. მეორე შვილი 33 წლისას შემეძინა. დედობა სულ სხვა განცდა ყოფილა: 2 კვირით პანამაში ვიყავი წასული და შვილი ისე მენატრებოდა, რომ ყოველ საღამოს ვტიროდი. რას ვიზამთ? თუ გინდა, რომ ახალგაზრდა გოგომ შვილებს საცხოვრებლად ელემენტარული პირობები შეუქმნა და განათლება მისცე, აუცილებლად უნდა იშრომო. ამჟამად, ჩემი უფროსი შვილი ერთ-ერთი დიდი კომპანიის პიარ-მენეჯერი გახლავთ. ამქვეყნად თუ რამემ გადამარჩინა, ჩემი სიკეთეა. არავინ მეზიზღება და არავინ მძულს. არ მინდა, რომ ბედნიერი მხოლოდ მე ვიყო. სხვების ბედნიერი სახეების დანახვისას "ვივსები". ცხოვრება ხანმოკლეა. არავინ ვიცით, ხვალ რა მოხდება. დღეს ერთმანეთს მხოლოდ ლამაზი ურთიერთობებითა და სიკეთით თუ გავაკვირვებთ და არა - მაგარი მანქანითა თუ სამოსით. დიდი ბედნიერებაა, როცა სააგენტოს გოგონები "დედას" მიწოდებენ. 50 ულამაზესი გოგონას "დედა" ვარ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები