თეა წულუკიანი - საქართველოს მოუწევს გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მინარეთები

თეა წულუკიანი - საქართველოს მოუწევს გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მინარეთები

იუსტიციის მინისტრისთვის სოფელ ჭელაში მეჩეთზე არსებული მინარეთის დემონტაჟის ფორმა მიუღებელია, თუმცა წულუკიანის აზრით, საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს გადაწყვეტილების მიღება - უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მინარეთები.

როგორც თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას განაცხადა, ეს საკითხი თავის დროზე ყველა ქვეყანამ სხვადასხვანაირად გადაწყვიტა.

მინისტრის ინფორმაციით, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ რეფერენდუმის გზით უარი თქვა მინარეთების არსებობაზე.

"ადრე თუ გვიან, ქართულ საზოგადოებასაც მოუწევს იმსჯელოს, უნდა იყოს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მინარეთები. მინარეთების თემა არ უნდა იყოს ტაბუდადებული და საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ თემაზე ყველა მხარის ჩართულობით. მინარეთზე არ არის დამოკიდებული, იქნება თუ არა მეჩეთში ლოცვა. ჭელაში არსებულ მეჩეთში ლოცვას ხელი არ ეშლება", - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის შეფასებით, თუ საბაჟოზე მებაჟეებს ტვირთი "გაეპარათ", უნდა დადგეს მებაჟეების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა წულუკიანის ინფორმაციით, მინარეთს შეცვლილი ჰქონდა კოდი და ის, რაც თურქეთში მინარეთი იყო, საქართველოში შემოვიდა როგორც ლითონის კონსტრუქცია.

"თუმცა ამის მიუხედავად, მე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, შემეშინდებოდა შევხებოდი თუნდაც უკანონოდ მიშენებულ მინარეთს. ადიგენის საკრებულო და გამგეობა ჯერ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მოედანია. "ნაციონალური მოძრაობა" კი, რელიგიურ დაწესებულებებზე აგრესიას წარსულიდანვე მიჩვეულია. უკანონო კონსტრუქციები, რასაკვირველია, არ უნდა აღიმართოს. ჩემი სურვილი იქნებოდა, ამგვარი საკითხების პრევენცია და არა აღმართული მინარეთის დემონტაჟი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მინარეთზე ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა.

წულუკიანისთვის მიუღებელია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ის ფორმებიც, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი.

წულუკიანის შეფასებით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიციაზე ხელის აღმართვისთვის თანამდებობის მიუხედავად, ყველა პირი თანაბრად დაისჯება.

"მინდა მოვუწოდო ყველა მუსლიმს და განსაკუთრებით მუფთებს, მე ვიქნებოდი შეურაცხყოფილი იმ ყველაფრით, რაც მოხდა, მაგრამ დანანებით მინდა განვაცხადო, რომ მუსლიმმა სასულიერო პირებმა ერთ ღამეში დაუშვეს მინარეთის აღმართვა ისე, რომ არავინ ჩააყენეს საქმის კურსში - არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც ადგილობრივი ხელისუფლება. ნებისმიერი ნაგებობების მშენებლობა ურთიერთობის სხვა ფორმას მოითხოვს, თუმცა დემონტაჟის ეს ფორმა, ჩემთვის მაინც მიუღებელია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

"მოკიდეთ ხელი და გაიყვანეთ, რას დგას აქ?!" - ხმაური მერიასთან მიმდინარე აქციაზე, საიდანაც ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებმა გააგდეს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"