რატომ ვერ გახდა "მეცხრე არხი" რეიტინგული ტელევიზია

რატომ ვერ გახდა "მეცხრე არხი" რეიტინგული ტელევიზია

გასულ კვირას "მეცხრე არხის" დახურვის თემა აქტიურად განიხილებოდა. ზოგს ეს ამბავი არ გაჰკვირვებია, ზოგს კი უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტების ბედი ადარდებდა. ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომელიც ქართულ მედიასივრცეს აკვირდება, მიიჩნევს, რომ არხის დახურვა მოსალოდნელი იყო, რადგან მან ის ფუნქცია წარმატებით შეასრულა, რისთვისაც შეიქმნა.

- ნათია, როგორ შეაფასებდით იმ ყველაფერს, რაც ქართულ ტელესივრცეში ხდება?

- "მეცხრე არხზე" რაც ხდება, ლოგიკურია. ტელეკომპანია იმიტომ შეიქმნა, უფრო სწორად, იმიტომ განახლდა, რომ საარჩევნო პოლიტიკური მიზნები განეხორციელებინა მის მფლობელს. არხმა შეასრულა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა. მოგეხსენებათ, ტელევიზია ძვირი შესანახია. პრემიერმინისტრს არ უღირს "მეცხრე არხის" ფლობა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ამ ყველაფრის ფონზე "მეცხრე არხმა" რატომ უნდა იმუშაოს მისი დაფინანსებით? სავსებით ლოგიკურია, რომ მან არხთან ურთიერთობა დაასრულა.

- "ფეისბუქზე" აქტიურობდით ამ თემასთან დაკავშირებით და ჩანდა, რომ მაინცდამაინც არ მოგწონთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით...

- მოწონება-არმოწონებაზე ამ შემთხვევაში საერთოდ არაა ლაპარაკი. რაც მეტი ტელევიზია არსებობს ქვეყანაში, მით უფრო კარგია, მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური დაკვეთა აქვს. ყველა მედიასაშუალება პოლიტიკურად ანგაჟირებულია. თითზე ჩამოსათვლელია ის მედიასაშუალება, სადაც

ეს მკვეთრად არ გამოიხატება. "მეცხრე არხის" დახურვით რაიმე განსაკუთრებული მოხდა და ქართულ ტელევიზიას მნიშვნელოვანი მედიასაშუალება დააკლდა-მეთქი, ვერ ვიტყოდი. არხი მაღალი რეიტინგით არ გამოირჩეოდა. არც დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე. ვიცი, რომ ძალიან ძვირი ჯდებოდა ამ ტელევიზიის შენახვა, რადგან არხზე მომუშავეებს ქართული სატელევიზიო

ბაზრისთვის შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ და არხი არ იყო მოგებაზე ორიენტირებული.

შესაბამისად, ეს მედიასაშუალება თუ აღარ იქნება ბაზარზე, მაყურებელს ბევრი არაფერი დააკლდება.

- შეიძლება ქართულ სატელევიზიო სატელევიზიო ბაზარს არ დააკლდეს "მეცხრე არხი", მაგრამ ჟურნალისტები დაიჩაგრნენ, უმუშევრები დარჩნენ.

- რატომ არიან დაჩაგრულები? ისინი მუშაობდნენ და კომპანიამ შეწყვიტა არსებობა. ესაა თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი გარდაუვალი მახასიათებელი. სახელმწიფო და კერძო კომპანიები შეიძლება გაკოტრდნენ ან მის მფლობელს ამოეწუროს კომპანიის მიმართ ინტერესი, რაც ამ შემთხვევაში

მოხდა. ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან არხი შეიქმნა წინასაარჩევნოდ. არჩევნებში კი ბიძინა

ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ გაიმარჯვა და ყველა გამოკითხვებით მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს, ამიტომ არხის არსებობაში დიდ აზრს ვეღარ ხედავს ბიძინა ივანიშვილი. ჟურნალისტებს, რომლებიც ამ არხზე მუშაობდნენ, გარკვეულწილად უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი. მე რომ მემუშავა ამ არხზე, მეცოდინებოდა, რომ

"მეცხრე არხი" შეწყვეტდა მუშაობას.

- "იმედიდან" წამოსვლის შემდეგ საკუთარი გადაცემა არ გქონიათ. მუშაობდით "პიკში", რომელიც დაიხურა. არასდროს გაგჩენიათ სურვილი, "მეცხრე არხზე" საკუთარი გადაცემის იდეით მისულიყავით?

- "მეცხრე არხზე" მისვლის სურვილი არასდროს გამჩენია, გამომდინარე იქიდან, რომ ღიად პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია იყო. "მეცხრე არხზე" არასოდეს არ მივიდოდი, როგორი

ანაზღაურებაც უნდა მქონოდა. ხელფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ ანაზღაურების გამო არ წავიდოდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები