შეცვალა თუ არა ია ფარულავამ სოფო ნიჟარაძე?

შეცვალა თუ არა ია ფარულავამ სოფო ნიჟარაძე?

გავრცელებული ინფორმაციით, ია ფარულავა ''რუსთავი 2'' -ის სახე გახდა. ცოტა ხნის წინ, ია ამბობდა, რომ თუ დიდ თანხას გადაუხდიდნენ, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრობაზე დათანხმდებოდა.

მოგვიანებით, ნოე სულაბერიძემ თქვა, რომ არ აპირებდნენ იას შოუში მიწვევას. იას მომავალ სატელევიზიო სეზონზე ჟიურის წევრობა მაინც არ ასცდა.

ამჯერად ''რუსთავი 2'' -ში ''ნიჭიერის'' ჟიურის წევრად ვიხილავთ. არხის გენერალულ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ეს ინფორმაცია იამ ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა.

ია გასულ სატელევიზიო სეზონში ''იმედის'' სახე იყო. ''დღის შოუს'' დახურვის შემდეგ კი ''პირველ რადიოში'' მუშაობს. სავარაუდოდ, ''ნიჭიერში'' ია მისი სკანდალური და სამართლიანი იმიჯის გამო შეარჩიეს. ია ყველა გადაცემაში სითამამითა და პირდაპირობით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები